ვარ 25 წლის ახალგაზრდა ბიჭი.და ძაან ვნერვიულობ და ... | სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სამკურნალო წერილები
24-04-2013

-ვარ 25 წლის ახალგაზრდა ბიჭი.და ძაან ვნერვიულობ და მაწუხებს გამელოტება.. თითქმის 2-3 წლის განმავლობაში მთლად გამცვინდა თავზე წინა კიდურებზე თმა. ძაან გთხოვთ მირჩიოთ რამე..შესაძლებელი არის თუ არა რამით დაკარგული თმის აღდგენა და თუ შესაძლებელია ცოტა მაინც რო ამომივიდეს თმა..და კიდე მაინტერესებს მინოქსიდილის გამოყენება რამდენად ეფექტურია საშუალოდ გამელოტებული თავის სამკურნალოდ.. წინსწარ ძაან დიდი მადლობა.

პასუხი
-დაკარგული თმის აღდგენა შეუძლებელია, უნდა იზრუნოთ დარჩენილი თმის შენარჩუნებაზე. მიმართეთ ენდოკრინოლოგს და გამორიცხეთ თმისცვენის ყველაზე გავრცელებული ენდოკრინული მიზეზები.
მინოქსიდილი-(რეგაინი) დღეისთვის ანდროგენული ალოპეციის ყველაზე მისაღები საშუალებაა. ამერიკის წამლებისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციამ ოფიციალურად აღიარა მინოქსიდილი ანდროგენეტიკური ალოპეციის სამკურნალო გარეგან საშუალებად. პრეპარატი გამოიყენება 2-ჯერ დღეში უშუალოდ თავის თმიანი საფარველის მშრალ კანზე. 2% ან 5% ხსნარის სპრეის სახით. მინოქსიდილის 2%-იანი ხსნარი გამოიყენება ორივე სქესის პაციენტებში (ქალებშიც და მამაკაცებშიც), ხოლო 5%-იანი ხსნარი რეკომენდებულია მხოლოდ მამაკაცებისთვის და იშვიათ შემთხვევებში, სუსტი სქესის წარმომადგენლებისთვის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მინოქსიდილი ხასიათდება სამმაგი მოქმედებით: ზრდის ანაგენის ფაზის ხანგრძლივობას, „აღვიძებს“ ფოლიკულებს, რომლებიც კათაგენის ფაზაში არიან და ასევე ზრდის თმის ფოლიკულის ზომას. ღინღლოვანი თმები იზრდება და ხდება ტერმინალური.
ჩატარებული კლინიკური გამოკვლევების შედეგად, სადაც მონაწილეობდა 550 ქალი 18დან 45წლამდე, მინოქსის 2% სპრეის გამოყენებამ აჩვენა თმის სიხშირის ზრდა, მეორე ჯგუფში, ქალების 50% , რომლებმაც ჩაიტარეს მინოქსით მკურნალობა აღნიშნეს თითქმის დაკარგული თმების მინიმალური ზრდა, 13% კი თმიანი საფარველის სიხშირის შესამჩნევი გაუმჯობესება. პრეპარატის გამოყენება არასასურველია 18 წლამდე მოზარდებში.
ახალგაზრდებში კოსმეტიკური ეფექტი უფრო ჩქარა მიიღება, ვიდრე ხანდაზმულებში დიდი მოცულობის სიმელოტით! ქალებში მკურნალობის ეფექტურობა რამდენადმე უფრო მაღალია, ვიდრე მამაკაცებში. მკურნალობის ეფექტურობის პიკი თერაპიის დაწყებიდან 1 წელიწადშია. შემდგომში ღინღლოვანი თმების ტერმინალიზაცია იკლებს. პრეპარატი არ გამოიყენება ქიმიოთერაპიით გამოწვეული ალოპეციის დროს.
მისი გამოყენება უნდა მოხდეს ორჯერ დღეში, წრიული მოძრაობით დაიტანება სკალპზე ერთი მილილიტრის რაოდენობით, დილით და საღამოს. შესამჩნევი სამკურნალო ეფექტის მისაღწევად საჭიროებს მინიმუმ 4-6 თვიან გამოყენებას. გასათვალისწინებელია, რომ საღამოს წასმა რეკომენდებულია ძილამდე 2 საათით ადრე. გვერდითი მოვლენებიდან, იშვიათ შემთხვევებში, მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებში აღინიშნება სიწითლე და ქავილი. ამ დროს პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
მინოქსიდილით (მინოქსი) მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს ერთ წლამდე და თუ შეწყვეტისას ცვენის სიმპტომები განმეორდა, ხელახალი მკურნალობა ისევე ეფექტური იქნება.

კომენტარები
04 დეკემბერი 2019 18:41
ვინც წაისვით გიშველატ მაინტერესებს
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად