გამხდარი ვარ და მომატება მინდა წონაში 17 წლის ბიჭი... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

23-04-2013

-გამხდარი ვარ და მომატება მინდა წონაში 17 წლის ბიჭი ვარ იქნებ მირჩიოთ რამე წამალი: X ძალიან გთხოვთ არვიცი სწორედ თუ მივუთითე კატეგორია : X ასე 60 კილო ვარ

პასუხი
–სამედიცინო თვალსაზრისით სხეულის მასისა და სიმაღლის თანაფარდობა ფასდება მასის ინდექსით. ამ ინდექსის დასადგენად წონა უნდა გაიყოს სიმაღლის კვადრატზე (კგ/მ2). ნორმალურია 18.5 - 24.9, მსუქანი 25.0 - 29.9; ძალიან მსუქანი - 30.0 ან მეტი და ძალიან გამხდარი - 18.5 ან ნაკლები. თქვენ გვწერთ, რომ წონაში მომატება გინდათ, მაგრამ ვერ იმატებთ. საინტერესოა რატომ, კარგად ჭამთ და ვერ იმატებთ, თუ მადა არ გაქვთ?
უნდა გითხრათ, რომ შეიძლება ადამიანი კარგად იკვებებოდეს, მაგრამ დღის განმავლობაში უწევდეს იმდენი ფიზიკური შრომა (ან ვარჯიში), რომ საკვების სახით მიღებულ კალორიებს და მეტსაც ხარჯავდეს (ასეთ შემთხვევაში იგი წონაში ვერ მიმატებს და პირიქით, შეიძლება დაიკლოს კიდეც). ისეთ შემთხვევაში, თუ ადამიანი ერთი შეხედვით ცოტას ჭამს, მაგრამ დღის განმავლობაში ენერგიას საერთოდ არ ხარჯავს, მაშინ არ არის გამორიცხული წონაში მატება. გარდა ამისა, შეიძლება ცოტას ჭამდე, მაგრამ კალორიულს (პურ-ფუნთუშეული, ცხოველური ცხიმი) და შეიძლება ბევრს ჭამდე, მაგრამ ნაკლებად კალორიულ პროდუქტებს (მაგალითად, ბოსტნეულს).
თუ წონაში მომატება გსურთ, მაშინ უნდა გაზარდოთ საკვების კალორიულობა და რაციონში შეიტანოთ ცილებითა და ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტები. იკვებეთ ხშირ-ხშირად, საკვები საგულდაგულოდ დაღეჭეთ. სთხოვეთ მას, ვინც თქვენს კვებაზე ზრუნავს, სუფრა მადის აღმძვრელად გამოიყურებოდეს.
გირჩევთ 2-3 კვირის განმავლობაში მიიღოთ კალციუმის ქლორიდის 10%-იანი ხსნარი - თითო ს.კ. 4-ჯერ დღეში. ამასთან ერთად მიიღეთ პოლივიტამინური პრეპარატი (მაგალითად: უნდევიტი, იუნიკაპი და სხვ.)
კიდევ რამდენიმე რჩევას მოგცემთ:
>მოახდინეთ მადის სტიმულირება- ყოველი კვების წინ დალიეთ ბოსტნეულის ან ხილის წვენი, კარგია უალკოჰლო ლუდიც.
>ჭამეთ დღეში არანაკლებ 5-6-ჯერ, კვებებს შორის ერთნაირი შუალედები დაიცავით.
>ნასადილევს დაისვენეთ, მშვიდად დაჯექით ან წამოწექით, მიეცით ორგანიზმს საკვების კარგად მონელების საშუალება.
>ვისაც მომატება სურს, მისი მენიუ, როგორც უკვე გითხარით, უნდა იყოს ცილოვან-ნახშირწყოვანი. ამასთან მიღებული ცილების ნახევარს უნდა შეადგენდეს ხორცი, თევზი, კვერცხი. განსაკუთრებით სასარგებლოა ქათამი, მის ნაზ ხორცს ორგანიზმი ადვილად ითვისებს, მისი შემადგენელი ცილები კუნთებს სათანადო ფორმის მიღებაში ეხმარება. ყოველდღე ჭამეთ ხაჭო და თან მაღალი ცხიმიანობის, ასევე დალიეთ რძე, ჭამეთ მაწონი.
>შეგიძლიათ მოამზადოთ სპეციალური ცილოვანი კოქტეილი. გახსენით 100 გრამი ხაჭო ერთ ჭიქა ნაღებში, დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი მურაბა ან თაფლი, ყველაფერი კარგად აურიეთ და მიირთვით. გემრიელიცაა და სასარგებლოც.
>ცხიმები. მზესუმზირას, ზეითუნის ან სიმინდის ზეთით კარგად შეაზავეთ სალათები. მათში შემავალი ე ვიტამინი დადებითად მოქმედებს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაზე.
>ცხიმოვანი ქსოვილის განვითარებას ცილებთან ერად ხელს ნახშირწყლებიც უწყობს. ამიტომ ჭამეთ თეთრი პური და მაკარონი, კარტოფილი, შაქარი, თაფლი, ტკბილეული.
>ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენი ყოველდღიური კვების რაციონი იყოს ბალანსირებული და ვიტამინებისა და მიკროელემენების შემცველობითაც. საჭიროების შემთხვევაში მიიღეთ ვიტამინო-მინერალური კომპლექსი.
>დღეში 2-3 ლ წყალი დალიეთ. ეს შეიძლება იყოს ჩაი რძით, ყავა ნაღებით, წვენები და წყალი.
> მიუხედავად იმისა, რომ წონაში მომატება გჭირდებათ, ვარჯიშზე არ უნდა თქვათ უარი. დილა დაიწყეთ დილის გამამხნევებელი ვარჯიშებით, ძილის წინ ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და ძალიან კარგი იქნება თუ დაკავდებით სპორტით, მაგალითად ივლით ცურვაზე.
>სიგარეტი, ალკოჰოლი და მითუმეტს ნარკოტიკები კატეგორიულად იკრძალება.
>მნიშვნელოვანია ღამის სრულფასოვანი ძილი.
ახლა წონაში მოსამატებელ დიეტასაც შემოგთავაზებთ:
საუზმე- ერთი თეფში ჰერკულესის ფაფა თაფლით და ნიგვზით, ან ხაჭო ჩირით, კარაქიანი პური ყველით და ფინჯანი კაკაო.
სამხარი- ხილის წვენი, ძეხვის ბუტერბროდი და იოგურტი.
სადილი- მადის აღსაძვერელად ჯერ სალათი მიირთვით, შემდეგ კალორიული წვნიანი, ხორცის ან თევზის დიდი ნაჭერი, გარნირად ნაღების კარაქით შეზავებული კარტოფილის პიურე ან მაკარონი. ტრაპეზი დაასრულეთ დესერტით და ნაღებიანი ყავით.
მეორე სადილი- სალათი ახალი ბოსტნეულისგან და ცხიმიანი იოგურტი.
ვახშამი-ომლეტი "ვიჩინით" ან პომიდვრით, დალიეთ რძე, ძილის წინ კი ჭამეთ ვაშლი ან მსხალი.
რასაკვირველია არ დაგავიწყდეთ პური.
თუ ამ ღონისძიებების მიუხედავად წონაში არ მოიმატებთ, მაშინ მიმართეთ თერაპევტს და ჩაიტარეთ სრულფასოვანი გამოკვლევა.     


კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
სადღეისოდ აღიარებულია, რომ მენოპაუზასთან დაკავშირებული მძიმე დარღვევების თავიდან აცილება შესაძლებელია სამი ძირითადი მექანიზმის ჩართვით:
ბრიტანეთის კვების სამეცნიერო-საკონსულტაციო კომიტეტი ტიპი 2 შაქრიან დიაბეტთან ბრძოლას გვირჩევს
უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რა რგებს ან რა ვნებს ხერხემალს და დასკვნები თვითონვე გამოვიტანოთ.
რამ შეიძლება დააზიანოს გულის კუნთი, თუ პაციეტს არასოდეს ჰქონია გულის დაავადება?
ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილ ლითონთაგან ტყვია ერთ-ერთი საშიშია.
ოთახის მცენარეები ცალსახად სასარგებლოა. განსაკუთრებით დიდი ფოთლებიანი მცენარეები ატენიანებენ ჰაერს.
ზღვის მარილის გამოყენების ყველაზე იოლი გზა მისი აბაზანის მიღებაა. ის ხსნის კუნთურ დაძაბულობას, ასუფთავებს ფორებს, არბილებს კანს და ამზადებს მას კოსმეტიკური პორცედურებისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად