რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
ჩემს 3 თვის პატარას,დაბანისმერე და გარეთ გაყვანის მერე ყურები სტკივდება,რისი ბრალი შეიძლება იყოს?შეძლება ანთება იყოს ან სუსტი ყურების ბრალი იყოს?
პასუხი
-ყურის ტკივილი ბავშვებში ხშირია და მას იწვევს ყურის არხის - ევსტაქის მილისა და შუა ყურის ინფექცია. რესპირატორული ინფექციების დროს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების გამო ძნელდება ცხვირიდან გამონადენის გამოსვლა და ნესტოების ბუნებრივი გასუფთავება, რის შედეგადაც გროვდება სითხე და ინფექცია, ევსტაქის მილის (ცხვირხახას აკავშირებს შუა ყურთან) გავლით, ადვილად ხვდება შუა ყურში. ჩვილ ბავშვებში ინფექციის წყარო შეიძლება გახდეს აგრეთვე გადაცდენილი საკვები, რომელიც ევსტაქის მილის გზით შესაძლოა მოხვდეს შუა ყურში. რისი თავიდან აცილებაც შესაძლებელია - არ კვებოთ ბავშვი ბოთლიდან მწოლიარე მდგომარეობაში (თუ პატარა ხელოვნურ კვებაზეა). ამ ეტაპზე კი დროულად უნდა მიმართოთ ოტო-ლარინგოლოგს.