გთხოვთ ეს წერილი ბოლომდე არ გამოაქყვეყნოთ. ვარ 20 ... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

18-04-2013

-გამარჯობათ,გთხოვთ ეს წერილი ბოლომდე არ გამოაქყვეყნოთ. ვარ 20 წლის 4 თვის გათხოვილი, მეუღლე 10 წლით უფროსია, ისეალური ურთიერთობა გვაქ, დედამთილზე გათხოვებამდე სხვა წარმოდგენა მქონდა ის.....

პასუხი
-მთავარია, თქვენ და თქვენს მეუღლეს გიყვართ ერთმანეთი, დანარჩენს ყვრელაფერს მოევლება, რასაკვირველია თუ მოინდომებთ. დედამთილთან დაპირისპირებას აჯობებს მასთან საერთო ენის გამონახვა და დამეგობრება სცადოთ. ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერი გვესმის თქვენი, 4 თვის გათხოვილი ბრძანდებით, მოგიწიათ ახალ გარემოში და ახალი ტრადიციების ოჯახში ცხოვრება და ახლა გაქვთ შეგუების პერიოდი. ეს შეგუების პერიოდი ადვილი გადასალახი ხდება მაშინ, როცა დამხდურიც და შემსვლელიც ცდილობენ ერთმანეთს გაუგონ, პატივს  სცემენ ერთმანეთის აზრებს, ჩვევებს და მიდიან დათმობებზე. თქვენს შემთხვევაში დედამთილს, როგორც ჩანს, ეშინია მისი უსაყვარლესი ვაჟის ახლადმოყვანილმა ცოლმა მთლიანად არ ჩაანაცვლოს იგი და ცდილობს ,,პირველობა" ყველგან და ყველაფერში შეინარჩუნოს. თუ მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება გინდათ, კონფლიქტშიკი არ უნდა შეხვიდეთ დედამთილთან, არამედ უნდა დაიმეგობროთ იგი. დაანახეთ მას სითბო და სიყვარული. როდესაც თქვენი მეუღლე სამსახურიდან მოვა უთხარით (ხმამაღლა)  რომ ჩაეხუტოს მის ორ უსაყვარლეს ქალს- დედას და ცოლს. როდესაც სახლში საჭმელი გაკეთდება, დედამთილს პირველი თქვენ უთხარით -გიოს საუკეთესო გადავუნახოთო. თავისუფალ დროს ესაუბრეთ დედამთილს, ჰკითხეთ თავის ახალგაზრდობაზე, როგორ შექმნა ოჯახი, მოაყოლეთ გიოს ბავშვობაზე, თქვენს ოჯახზეც მოუყევით. დღესასწაულზე რაიმე (სიმბოლური) საჩუქარი გაუკეთეთ დედამთილს.
ალბათ იფიქრებთ, რატომ მხოლოდ მე უნდა ვაკეთო ყველაფერი დედამთილთან დასაახლოებლადო და მართალიც იქნებით, მაგრამ დაგვიჯერეთ და როცა დედამთილთან დაახლებას მოახერხებთ და დაძაბული სიყუაცია არღა იქნება ოჯახში, მიხვდებით რომ სწორად მოიქეცით და ძალიან ბედნიერი ხართ, რომ მშვიდად ცხოვრობთ საყვარელ მეუღლესთან ერთად.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად