. გთხოვთ მიპასუხოთ,თუ დედას აქვს ც ჰეპატიტი,რამდენ... | ბავშვთა ინფექციები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვთა ინფექციები
16-04-2013

-გამარჯობათ. გთხოვთ მიპასუხოთ,თუ დედას აქვს ც ჰეპატიტი,რამდენად შესაძლებელია რო შვილსაც ჰქონდეს? ბავშვი დაიბადა საკეისრო კვეთით.

პასუხი
-დედიდან ნაყოფზე ინფექციის გადაცემა ხდება იშვიათად, არაუმეტეს 5%-ში. უმეტეს შემთხვევაში იბადებიან ჯანმრთელი ახალშობილები. ინფიცირება ხდება უმთავრესად დაბადებისას, სამშობიარო გზების გავლისას, შედარებით იშვიათია ინფიცირება მუცლადყოფნის დროს.
მშობიარობისას ინფექციის გადაცემის ძირითად მექანიზმად ითვლება დედის სისხლის მოხვედრა ზედაპირულ ნაჭდევებსა და კონიუნქტივაზე, ასევე - ნაყოფის მიერ სანაყოფე სითხის ჩაყლაპვა, რისი თავიდან აცილებაც დღისათვის შეუძლებელია.
ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულთათვის მშობიარობის ოპტიმალური მეთოდი სადღეისოდ დაუდგენელია.
ზოგიერთს მიაჩნია, რომ საკეისრო კვეთა ამცირებს ნაყოფის ინფიცირების რისკს, სხვები კი უარყოფენ ამას და ამტკიცებენ, რომ მშობიარობის ეს მეთოდი ინფექციის გადაცემის რისკს არ ამცირებს.
არსებობს მოსაზრებაც, რომ საკეისრო კვეთა არამცთუ არ ამცირებს, არამედ ზრდის კიდეც ინფიცირების რისკს, რადგან ამ დროს ბავშვს უშუალო კონტაქტი აქვს დედის სისხლთან. ამასთანავე, ღვიძლის სინთეზური ფუნქციის დაქვეითების გამო შემდედებელი ფაქტორების სინთეზის დათრგუნვა შესაძლოა ძლიერი სისხლდენის მიზეზად იქცეს. თუმცა არსებობს ცალკეული მონაცემები, რომლის მიხედვითაც საკეისრო კვეთის დროს ინფექციის გადაცემის რისკი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ბუნებრივი მშობიარობისას. ეს ეხება ქალებს, რომლებსაც C ჰეპატიტის დროს ვირუსული დატვირთვა 106-107 ასლი/მლ-ზე მეტი აქვთ. მათთვის სწორედ საკეისრო კვეთაა რეკომენდებული. არ არის საკმარისი მონაცემები დედიდან შვილზე С ჰეპატიტის ვირუსის რძით გადაცემის შესახებ. ძუძუთი კვება უკუნაჩვენებია დედის ინფიცირების შემთხვევაში, თუკი დარღვეულია სარძევე ჯირკვლების კანის მთლიანობა, არის ნახეთქები, სისხლდენები.
ხოლო ის თუ როგორ უნდა გავიგოთ დასნებოვნდა თუ არა С ვირუსით ახალშობილი, გთავაზობთ ამონარიდს ჩვენი ვებ გვერდის ინტერვიუდან , გვესაუბრება მეან-გინეკოლოგი ალეკო დიაკონიძე:
"ორსულობისა და მშობიარობის დროს ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები შესაძლოა პლაცენტის გავლით ბავშვის ორგანიზმში მოხვდეს. ისინი მის სისხლში 12-15 (ზოგჯერ 18) თვის განმავლობაში ცირკულირებენ, მერე კი ქრებიან. ამ ანტისხეულების არსებობა არ ნიშნავს, რომ ბავშვი C ჰეპატიტის ვირუსით არის ინფიცირებული. უფრო მეტიც - დედის ანტისხეულები ბავშვს ქრონიკული ინფექციის განვითარებისგან იცავს. ანტისხეულების აღმოჩენის შემთხვევაში რეკომენდებულია ბავშვზე დისპანსერული დაკვირვება. თუ ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები ხსენებულ ვადაში გაქრა, ბავშვი შეიძლება ჯანმრთელად ჩაითვალოს. დაბადებიდან 18 თვის შემდეგ სისხლში ანტისხეულების აღმოჩენა ქრონიკულ ინფექციაზე მეტყველებს. დიაგნოზს ადასტურებს C ჰეპატიტის ვირუსის რნმ-ს აღმოჩენა პსრ მეთოდით.
ინფიცირებულთა შვილებს 6 თვის ასაკში პირველი გამოკვლევა უტარდებათ. ამ დროს განსაზღვრავენ სისხლში ფერმენტების (ალტ, ასტ) ოდენობას. თუ მაჩვენებლები ნორმიდან არ არის გადახრილი, მეორე გამოკვლევა 12 თვის ასაკში ტარდება.
ამ დროს ფერმენტებთან ერთად სისხლში ანტისხეულებსაც განსაზღვრავენ. თუ ფერმენტები ნორმაშია, მაგრამ ანტისხეულები შენარჩუნებულია, ტარდება მესამე გამოკვლევა სისხლში ვირუსის რნმ-ს განსასაზღვრავად. ბავშვის ინფიცირებაზე ვსაუბრობთ მხოლოდ მაშინ, რომდესაც სისხლში რნმ დადებითია.
ანტი-HCV-სა და რნმ-ს განმეორებითი გამოვლენის შემთხვევაში შეიძლება დაისვას ც ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოზი. თუ ფერმენტების დონე 6 თვის ასაკშიც მომატებულია, ანტისხეულების განსაზღვრა ამავე ასაკში უნდა მოხდეს. ამრიგად, თუ დედამ ნამდვილად დაასნებოვნა ახალშობილი, ამას შემდეგი ნიშნები გვაუწყებს:
ანტისხეულები ბავშვის სისხლში 18 თვეზე მეტხანს შენარჩუნდება;
3-დან 6 თვემდე ახალშობილის სისხლში იმატებს ც ვირუსის რნმ, ამასთანავე, ეს ტესტი დადებითია ყოველი მომდევნო, არანაკლებ ორი გასინჯვისას;
ბავშვს მომატებული აქვს შრატის ტრანსამინაზები (ფერმენტები, რომლებიც ირიბად მიუთითებს ღვიძლის ქსოვილის ანთებაზე);
ბავშვის ც ვირუსის გენოტიპი დედისას ემთხვევა."
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ადამიანმა თევზი კვირაში ორჯერ უნდა მიიღოს.
ონკოლოგებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ იმუნოთერაპიაზე შვეიცარიაში დიდ იმედებს ამყარებენ.
თუ მეხსიერების პრობლემები გაწუხებთ, გამოიყენეთ გინგკო ბილობა თქვენს სასარგებლოდ.
ძილი და მასთან დაკავშირებული პრობლემები მსოფლიო მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად