რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-ადრეც მოგმართეთ ბავშვის კვების თაობაზე, დღეში ერთხელ მივეცი უკვე ხელოვნური საკვები, დანარჩენი ბუნებრივზეა, ეს იმიტომ მივეცი რომ ვეღარ ვიწურავდი და სამსახურში გავედი და 5-6 საათი მიწევს ბავშვის დატოვება უკვე ყოველდღიურად. მაისის 20-ში 3 დღით მივდივარ უცხოეთში, მანამდე სრულად უნდა მყავდეს გადაყვანილი ხელოვნურ კვებაზე, თქვენ მიერჩიეთ რომ ეს წასვლამდე 2 კვირით ადრე შეიძლება მოხდეს, ჩამოსვლის შემდეგ რძე თუ მექნება შეიძლება ისევ გავაგრძელოთ ძუძუთი კვება? მადლობა დიდი
პასუხი
-თუ ამ პერიოდის შემდეგ ბავშვი უარს არ იტყვის ძუძუთი კვებაზე, რა თქმა უნდა უმჯობესია ძუძუთი კვება გააგრძელოთ; თქვენ კი რძე პერიოდულად გამოიწველეთ, რომ ლაქტაცია შეინარჩუნოთ. როცა დედა რამდენიმე დღით ტოვებს ახალშობილს ლაქტაციის შესანარჩუნებლად დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით 6-ჯერ მაინც უნდა მოხდეს გამოწველა. რომ იცოდეთ გაუყინავი დედის რძე მაცივარში ინახება 5 დღე, საყინულე კამერაში კი 2 კვირა. რძის შესანახი ჭურჭელი უნდა იყოს სტერილური. გალღობის დროს რძე უნდა მოათავსოთ თბილი წყლით სავსე ჭურჭელში, რძე არ უნდა ადუღდეს, ასევე არ შეიძლება გამლღვარი რძის ხელახალი გაყინვა.