,ვარ 14 წლის სკოლაში ვეღარ დავდივარ ცუდად ვხდები ე... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

12-04-2013

-გამარჯობა,ვარ 14 წლის სკოლაში ვეღარ დავდივარ ცუდად ვხდები ერთხელ ძალიან ცუდად გავხდი და იმის მერე ვერ მივდივარ. მათემატიკაზე დავდიოდი აღარც იქ არ მინდა მისვლა სულ ჩავიკეტე. არვიცი სწავლას რა ვუყო ესე მგონია ,რომ ზედმეტი ვარ. ჩემს მომავალზე ვფიქრობ და მგონია,რომ ბოლოს ვერსად ვერ ვიმუშავებ. არვიცი რა გავაკეთო სწავლა,როგორ გავაგრძელო. აღარსად აღარ მინდა წასვლა სულ სახლში ვარ. გთხოვთ დამეხმარეთ . გმადლობ

პასუხი
-რაში გამოიხატებოდა ცუდად გახდომა? თუ კონკრეტულად რამეს უჩივით ოჯახის უფროს წევრს უნდა თხოვოთ და ექიმთან კონსულტაცია დაგეგმოთ. თუმცა თქვენს ასაკში არცთუიშვითია ხასიათის მსგავსი ცვლილებები და მას ჭეშმარიტ ავადმყოფობასთან არა აქვს კავშირი. ასეთ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია გაენდოთ ოჯახის წევრებს, გულახდილად ისაუბროთ მათთან, შესაძლოა ყველაფრის თქმა არც იყოს საჭირო, ისინი ბევრ რამეს თვითონ მიხვდებიან, დაგეხმარებიან ამ ასაკობრივი პრობლემის დაძლევაში. კარგია თუ დაკავდებით სპორტით, ვარჯიშით, გამონახავთ თქვენთვის საინტერესო საქმეს (გარდა მეცადინობისა, რითაც თავისუფალ დროს დაკავდებით, განტვირთვის მიზნით), არასოდეს უარი არ თქვათ ცოდნის შეძენაზე, განათლებას, ღრმა წიგნიერებას ყოველთვის აქვს ფასი. დიდი ცოდნა თქვენ თავდაჯერებულობას შეგმატებთ. პირველ ეტაპზე შეგიძლიათ მიიღოთ მცენარეული დამამშვიდებლები საშუალებები, ხოლო თუ ამ დამღლელ და შემაფერხებელ ფიქრებს არ აჰყვებით და ბრძოლას გამოუცხადებთ, პრეპარატების მიღება საჭირო არ იქნება.
აუცილებლად დაიცავით ძილის, კვების და დასვენების რეჟიმი - ეს თქვენს ასაკში ძალიან მნიშვენლეოვანია.
თუ ამ კრიზის დაძლევას საკუთარი ძალებით მოახერხებთ, ეს უკვე თქვენს ასაკში სერიოზული გამარჯვება იქნება, რაც უკვე იმის ნიშანია, რომ ცხოვრებასთან ჭიდილს მომავალშიც წარმარტებით გაუმკლავდებით.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად