პერიოდულად, საშოდან ვგრძნობ გაზების გამოსვლას,... ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

10-04-2013

-პერიოდულად, საშოდან ვგრძნობ გაზების გამოსვლას,... რისი ბრალი შეიძლება იყოს? ვარ გათხოვილი და 6 თვეა არ გამოვკლეურვალ, გარდა ამისა მაქვს აყოლის პრობლემა და გაზების გამოსვლა რაიმე დაავადებაზე მიუთითებს?

პასუხი
-ქალებში შორისის კუნთების სისუსტე (არანავარჯიშები კუნთები) გამოიხატება სუსტი შეგრძნებებით სქესობრივი ურთიერთობის დროს, ინტიმური ურთიერთობის პროცესში საშოში ჰაერის მოხვედრით და შემდეგ მისი გამოსვლით დამახასიათებელი არასასიამოვნო ხმებით. ამ პრობლემისთვის მოწოდებულია ვარჯიშების სქემა. ეს არის კეგელის ვარჯიშები განკუთვნილია შორისის კუნთების გასავარჯიშებლად.
იგი კარგ შედეგს იძლევა ქალებსა და მამაკაცებში შარდ-სასქესო ორგანოების დისფუნქციის დროს (შარდის შეუკავებლობა, პროსტატიტი და სხვა), არეგულირებს სექსუალურ ფუნქციას (ერექცია, ეაკულაცია, ორგაზმი) და ეფექტურია სწორი ნაწლავის დაავადებების დროს (ჰემაროე, განავლის შეუკავებლობა და სხვა).
იმისათვის რომ იცოდეთ თუ რომელ კუნთებზეა საუბარი, სცადეთ შემდეგი (ანუ ეს მხოლოდ ერთხელ გააკეთეთ!). როდესაც ტუალეტში შეხვალთ მოშარდვის პროცესში წამით შარდი შეიკავეთ და დააფიქსირეთ თუ რომელი კუნთები დაგეჭიმათ. ეს სწორედ ის კუნთებია რომლებსაც მშობიარობის შემდეგ გავარჯიშება სჭირდებათ. კეგლის ვარჯიშები სამი ნაწილისგან შედგება:
-ნელი დაჭიმვა: დაჭიმეთ კუნთები, ისე როგორც აკეთებთ შარდის შეკავების დროს. ნელა დაითვალეთ სამამდე. მოდუნდით. ოდნავ რთული იქნება თუ კუნთებს მოჭიმულ მდგომარეობაში გააჩერებთ 5-20 წამი და შემდეგ თანდათანობით მოადუნებთ. "ლიფტი"- ოდნავ დაძაბეთ კუნთები (I სართული), გაჩერდით ამ მდგომარეობაში 3-5 წმ, შემდეგ ოდნავ ძლიერად შეკუმშეთ (2 სართული), გაჩერდით ამ მდგომარეობაში 3-5 წმ და ა.შ. 4-7 სართულამდე. ქვემოთ დაეშვით ასევე ეტაპობრივად.
-შეკუმშვა: შეკუმშეთ და მოადუნეთ კუნთები რაც შეიძლება სწრაფად. -
გამოტყორცნა: გაიჭინთეთ ზომიერად (როგორც დეფეკაციის ან მშობიარობის დროს);
ეს ვარჯიში შორისის კუნთების გარდა ძაბავს მუცლის კუნთებსაც. თავდაპირველად 10 ნელი დაჭიმვა, 10 შეკუმშვა და 10 გამოტყორცნა დღეში 5-ჯერ. ერთი კვირის შემდეგ 5-5 ვარჯიში დაამატეთ და მომდევნო ყოველ კვირას დაამატეთ დღეში 5-5 ვარჯიში სანამ არ ახვალთ 30-მდე.
ინტერნეტში შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია ამ ვარჯიშებზე.
უშვილობის პრობლემაზე კი უნდა მიმართოთ გინეკოლოგდ/რეპროდუქტოლოგს, მეუღლემ - ანდროლოგს.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად