მყავს 8 თვის ჩვილი ხვალ მინდა ტევზი მივცე პირველად... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

10-04-2013

-მყავს 8 თვის ჩვილი ხვალ მინდა ტევზი მივცე პირველად, როგორ მივცე ? და რა რაოდენობით? გთხოვთ მირჩიეთ

პასუხი
-თვზი რეკომენდებულია 8-9 თვის ასაკიდან. ეს იმით აიხსნება, რომ თევზი ალერგიული პროდუქტია. სავსებით ჯანმრთელი ბავშვებისთვისაც კი, რომლებიც არ არიან მიდრეკილნი ალერგიული რეაქციებისკენ, თევზის მიცემა ნებადართულია კვირაში ორჯერ, ისიც - მცირე ულუფებით, წლამდე ასაკის პატარებისთვის - 30-60 გრამისა, შედარებით მოზრდილებისთვის - 85-90 გრამისა, წვნიანის, პიურეს, ორთქლზე მომზადებული კატლეტის სახით. ალერგიული გამოვლინებების მქონე პატარებს თევზს ვაძლევთ ძალიან ფრთხილად, მცირე ულუფებით, თავდაპირველად - დაახლოებით 1-2 ჩაის კოვზს, მერე კი, რეაქციის შესაბამისად, ულუფას თანდათან ვზრდით.
თევზი წინასწარ გულდასმით დაამუშავეთ: ფხები და ძვლები გამოაცალეთ, მერე კი კარგად გარეცხეთ გამდინარე ცივი წყლით. წლამდე ასაკის ბავშვს მიეცით თეთრი, მჭლე თევზი, უფრო ცხიმიანი ჯიშის მენიუში შეტანა ერთი წლის შემდეგ შეიძლება.
ძალიან სასარგებლოა თევზის წვნიანი. მისი მომზადება შეიძლება მარტივი რეცეპტით: ქვაბში ჩაასხით იმდენი წყალი, რომ თევზი დაახლოებით 4-5 სმ-ით დაიფაროს. შემდეგ თევზი ამოიღეთ და წყალი აადუღეთ, ადუღებულ წყალში ჩაყარეთ მარილი, დაფნის ფოთოლი, მრგვლად დაჭრილი 1 ცალი სტაფილო, ხახვი და ოხრახუში, ამის შემდეგ ჩაუშვით თევზი, ალს დაუწიეთ და ხარშეთ. ეს იმისთვის, რომ ხარშვისას თევზი არ ჩაიშალოს.
თევზი მანამდე უნდა ხარშოთ, ვიდრე ჩანგლით გაჩხვლეტისას გამჭვირვალე სითხე აღარ გამოუვა. მოხარშული თევზი მაშინვე ამოიღეთ თეფშზე გასაცივებლად.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ადამიანმა თევზი კვირაში ორჯერ უნდა მიიღოს.
ონკოლოგებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ იმუნოთერაპიაზე შვეიცარიაში დიდ იმედებს ამყარებენ.
თუ მეხსიერების პრობლემები გაწუხებთ, გამოიყენეთ გინგკო ბილობა თქვენს სასარგებლოდ.
ძილი და მასთან დაკავშირებული პრობლემები მსოფლიო მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად