შეიძლება თუ არა, რომ ეროზიული გასტროდუოდენიტის მქო... | გასტროენტეროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გასტროენტეროლოგია
10-04-2013

-შეიძლება თუ არა, რომ ეროზიული გასტროდუოდენიტის მქონე ადამიანმა მიიღოს უმი ხილი, ბოსტნეული, ჩირი, ცოტა რაოდენობით თხილი და კაკალი, დალიოს მწვანე და შავი ჩაი? დიდი მადლობა

პასუხი
პასუხობს: სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრების ,,ჯანმრთელობის სახლის", "MEDICAL HOUSE"-ისა და  ,,ელიტა მედის"  წამყვანი სპეციალისტი, ექიმი-გასტროენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირაკლი ხმალაძე:

-სანამ კითხვას პასუხს გავცემ, მინდა მოფახსენოთ, რომ მე პირადად მიმაჩნია და ალბათ, ეს ასეც არის, რომ ეროზია, ეს იგივე წყლულია, ოღონდ ლორწოვანზე ზედაპირული განლაგებით, ანუ პრაქტიკულად, ეს არის აისბერგი, რომელიც ჯერ კარგად არ ჩანს, მაგრამ ნებისმიერი პროვოკაციული ჩარევის შედეგად მან შესაძლებელია დიდი პრობლემები შექმნას, თუნდაც გარდაიქმნას ე.წ. პეპტიურ წყლულად და ა.შ. ასეთ პროვოკაციულ ფაქტორთა შორის უპირველესია ე.წ. ლორწოვანის გამაღიზიანებელი საკვები, და მათგან კითხვაში ჩამოთვლილია უმი ხილი და ბოსტნეული, ჩირი, თხილი და კაკალი. აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ არასასურველი საკვების ძალზე მცირე რაოდენობამაც შესაძლოა გამოიწვიოს პათოლოგიური პროცესის გამწვავება. რაც შეეხება მწვანე და შავი ბაიხის ჩაის მიღებას, ზომიერად მათი მიღება შესაძლებელია, ოღონდ ჩაი არ უნდა იყოს ძალზე კონცენტრირებული. თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მკურნალობის ვადების გადაწევამ შესაძლოა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტად სარიოზული პრობლემების ქვეშ შეიძლება დააყენოს, რადგან მხოლოდ დიეტის დაცვა ასეთ შემთხვევაში საკმარისი ვერ იქნება!


კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად