ვარ 23 წლის გოგო, თითქმის ყოველთვისმაქვს ერთი ორი ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

10-04-2013

-ვარ 23 წლის გოგო, თითქმის ყოველთვისმაქვს ერთი ორი "პრისიკი" სახეზე, ზამტარში კი ზურგზე მაყრის((( იქნებ მითხრათ რისიბრალია და მირჩიოთ რამე

პასუხი
-სახე გაიწმინდეთ სპირტხსნარით ან ლოსიონით ცხიმიანი კანისთვის, შემდეგ გამონაყარი დაიმუშავეთ უფერო კასტელანით და ზემოდან შეიზილეთ თხლად ანტიბიოტიკის შემცველი მალამო, ან გელი „კლინდაცინ V’’ 2-ჯერ დღეში. კვანძების შემთხვევაში იხმარეთ სუფთა იხტიოლი ან გოგირდ-იხტიოლ-ნაფტალანის პასტა.
ზურგზე  ფერიმჭამელების  გაჩენას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ზოგი სპეციალისტი ამას უკავშირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის დარღვევას, ზოგი ჰორმონულ დისბალანსს, ზოგიც ზურგის მიდამოში განლაგენული ცხიმოვანი ჯირკვლების გაძლიერებულ ფუნქციონიებას. ჩირქოვანი გამონაყრის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია ორგანიზმში ჩირქოვანი კერის არსებობას (ხშირია ჩირქოვანი ტონზილიტის დროს). რასაკვირველია დიდი როლი ჰიგიენასაც მიუძღვისაკანის მოვლა, ბანვა, გასუფთავება, სხვადსხვა მალამოებისა და ნიღბების დადება სახესთან შედარებით ზურგზე გაცილებით ძნელია.  ზურგზე  ფერიმჭამელების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობა.
რადგან ფერიმჭამელების გაჩენის მრავალი მიზეზი არსებობს, აუცილებელია დაავადების ჭეშმარიტი მიზეზის დადგენა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა, რასაც მხოლოდ დერმატოლოგი მოახერხებს. ექიმი კოსმეტოლოგი კი დაგეხმარებათ კანის ფერიმჭამელებისგან გაწმენდაში.  თუ ექიმმა დაადგინა, რომ აკნეს განვითარების მიზეზი ჰორმონალური დარღვევებია, საჭირო გახდება ენდოკრინოლოგის კონსულტაციაც. გარდა ამისა უნდა დაიტესოს ჩირქო მგრძნობელობაზე. აკნეს მსუბუქი და საშუალო ხარისხის სიმძიმის დროს გამოიყენება გარეგანი მოხმარების პრეპარატები, ანუ მიმართავენ ადგილობრივ თერაპიას მალამოებით, გელით, კრემებით, ლოსიონით და სხვა, რომლებიც შეიცავენ  კომედონების საწინააღმდეგო, კანის ცხიმის გამოყოფის შემამცირებელ და ანთების საწინააღმდეგო სხვადასხვა აქტიურ ნივთიერებას. ჰორმონალური დარღვევების დროს შეიძლება დაინიშნოს სასქესო ჰორმონებით მკურნალობა. ფერიმჭამელებისგან კანის გასაწმენდად გამოიყენება ქიმიური პილინგი, ეს არის ხილის სუსტი მჟავების დახმარებით კანის ზედა შრის მოშორების პროცედურა.
მოგცემთ რამოდენიმე რჩევას:
-კოსმეტოლოგმა უნდა გაგიწმინდოთ ზურგი, შემდეგ საჭირო იქნება გამწმენდი ხსნარების (ზინერიტი, ლევომიცეტინი, კასტელანი) გამოყენება, ამის შემდეგ 2 კვირის განმავლობაში 2-ჯერ დღეში გამოიყენეთ გრანექსის კომპლექტი (სველი ხელსახოცი და აეროზოლი)_ ხელსახოცით გაიწმინდეთ, სპრეი შეისხით კანზე. ბოლოს ეფექტის შესანარჩუნებლად იხმარეთ კურიოზინის გელი 2-ჯერ დღეში.
>დაიცავით დიეტა - შეზღუდეთ ნახშირწყლები და ცხიმი, სამაგიეროდ გაამდიდრეთ კვების რაციონი რძის პროდუქტებით, ხილით, ბოსტნეულით, ზოგჯერ მარილის შემცირებაც არ არის ურიგო. არ მოწიოთ და ერიდეთ ალკოჰოლის მიღებას,დასალევად გირჩევთ ანტიოქსიკაფსს თუთიით, 2-ჯერ დღეში (ერთ კოლოფი).
>გამოიკვლიეთ ყელის მდგომარებოა, გაიარეთ კონსულტაცია გასტროენტეროლოგთან.

გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად