მე ვარ 18 წლის გოგო 15წლის ასაკიდან სახის კანზე მა... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

05-04-2013

-მე ვარ 18 წლის გოგო 15წლის ასაკიდან სახის კანზე მაწუხებს აკნე.. ვიხმარე ძალინ ბერვრი საშუალება თვიყ ყველასგან რეკომენდირებული ზინერიტიც ტუმცა სულ ცოტახნით ჩამიცხრა სახეზე გამონაყარი ძალინ გტხოვთ რამე მირჩიეთ

პასუხი
-ეს იმაზე მიუთითებს, რომ მხოლოდ გარეგანი მკურნალობა არ არის საკმარისი; ვულგარულ ფერიმჭამელა არის ქრონიკული დაავადება, რომელიც, როგორც წესი, სებორეის ფონზე აღმოცენდება და ლოკალიზდება სახის, გულმკერდისა და ზურგის კანზე.
დაავადებას ახასიათებს რეციდივები. ვულგარული ფერიმჭამელის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკური ფაქტორები, ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიური ფუნქციონირება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოშლა, ორგანიზმში ჩირქვანი კერის არსებობა (ჩირქოვანი ანგინა), მენსტრუალური ციკლის დარღვევები და სხვა.
სახეზე ფერიმჭამელების მოშორებამდე უნდა დადგინდეს , რა არის მისი გამომწვევი მიზეზი. ჩაიტარეთ შემდეგი კვლევები: 1) სისხლის საერთო ანალიზი, 2) ენდოკრინოლოგის კონსულტაცია; 3) განავლის ანალიზი ჰელმინთებზე; 4) მუცლის ღრუს ექოსკოპია; 4) სახიდან და ხახიდან ჩირქი უნდა დაითესოს ფლორაზე და მგრძნობელობაზე. ხშირად ჩირქოვანი გამონაყარის მიზეზი ორგანიზმში არსებული ჩირქოვანი კერაა და თუ არ მოხდა ამ კერის ლიკვიდაცია, ადგილობრივი მკურნალობით გამქრალი ფერიმჭამელები კვლავ გაგიჩნდებათ.
უნდა მიმართოთ კვალიფიციურ დერმატოლოგს, საჭირო გამოკვლების ჩასატარებლად, რომელიც ამავე დროს განსაზღვრავს სხვა სპეციალისტის ჩარევის აუცილებლობას.
კომენტარები
10 აგვისტო 2017 23:22
Shemidzlia dagexmarot. Momweret piradshi.
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად