მოგესალმებით, ვარ 27 წლის გათხოვილი ქალი, ოთხ თვეზ... | პულმონოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - პულმონოლოგია

კატეგორია - პულმონოლოგია

05-04-2013

-მოგესალმებით, ვარ 27 წლის გათხოვილი ქალი, ოთხ თვეზე მეტია ვმკურნალობ უშვილობაზე, ვიღებდი როგორც ანთებ საწინააღმდეგო ასევე ჰორმონულ პრეპარატებს, კერძოდ ბრომოკრიპტინს და მიკროგინონის ერთი კურსი ბოლომდე არ მიმიყვენია რადგანაც ვნახე რომ საკმაოდ სერიოზული გვერდითი მოვლენები ეწერა ანოტაციაში. ექიმმა მაინც დამინიშნა მიუხედავად იმისა რომ ჰორმონული დარღვევა არ მქონდა საკვერცხეს დროებით ბლოკავს და მერე უკეთესი შანსია დასაორსულებლადო. ეხლა ამჟამად ვსვამ ფროფერტილს და დაგეგმილი მაქვს ორსულობა. ვარ ძალიან ემოციური. რამოდენიმე თვეა შევნიშნე რომ გულმკერდის არეში მოვლითი რაღაც უცნაური შეგრძნება მემართება, მიჭირს იმ შეგძნებია აღწერა, თითქოს შემეკუმშება გულმკერდი და ხველა მომინდება, ასეთ დროს პირშინ არასაიამოვნო გემოს ვგრძნობ, თითქოს ჰაერიც არ მყოფნიდეს. სისხლის ანალიზი ნორმაში მაქ გარდა გემოგლობინისა, რომელიც მაქვს 66. ტან დაბალი წნევებიც მაწუხებს, ახლო ახლოს მიდის კიდევაც წნევები. დღეს გავიკეთე გულმკერდის გენდგენოგრაფია. პასუხი ასეთია: ფილტვის ველები კეროვანი და ინფილტრატიული ხასიათის ცვლილებების გარეშე.ბრონქო-პულმონალური საფარი გაძლიერებული, მეტად ქვემო ველებში, სინუსები თავისუფალი. cor- ხილული პატოლოგიის გარეშე. რენდგენოლოგმა ასე მითხრა არავითარი პრობლემა აქ არ არისო.თქვენ რას მირჩევდით, საჭიროა თუ არა ამ პასუხით ექიმთან მისვლა. და თუ არა და სხვა კიდევ რა გამოვიკვლიო? დიდი მადლობა წინასწარ.და კიდევ თუ ფილტვის არტერიის პრობლემაა რამე გამოჩნდებოდა თუ არა სურათზე და ხომ არ გავიკეთო კოაგულოგრამა. რამოდენიმე თვის უკან მაინც მივედი კარდიოლოგთან, მაშინ ეს ჩივილები არ მქონდა და გულის მხრივ ყველაფერი კარგად მქონდა

პასუხი
-რენტგენოგრამაზე ყველაფერი წესრიგში გაქვთ და ამის გამო პულმონოლოგთან ვიზიტი საჭირო არ არის, შესაძლოა მომავალ ორსულობასთან დაკავშირებით ძლიერ ღელავთ და ეს ნეგატიურად ისახება თქვენს ნერვულ სისტემაზე, ფსიქო-ემოციურ ფონზე, უმჯობესია მიმართოთ ნევროპათოლოგს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად