ვარ 23 წლის გოგო, სახის კანზე ბოლო დროს შევამჩნიე... | კოსმეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კოსმეტოლოგია

კატეგორია - კოსმეტოლოგია

05-04-2013

-გამარჯობათ, ვარ 23 წლის გოგო, სახის კანზე ბოლო დროს შევამჩნიე ნაოჭების მსგავსი ხაზები (შუბლზე წარბებს შუა და ლოყებზე ცხვირთან ახლოს) შორიდან არ ჩანს მაგრამ თუ კარგად დავაკვირდები ისე ჩანს თითქოს გამოშრობილი იყოს, თითქოს იმ ადგილას კანი იჭმუხნება და ერთმანეთს უახლოვდება. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ ალბათ მშრალი კანის ბრალია მაგრამ, დღის განმავლობაში კანი ძალიან მიცხიმიანდება, განსაკუთრებით, ნიკაპის არეში და ცხვირთან.. იქნებ მომცეთ რაიმე რჩევა რომ ნაადრევი ნაოჭები არ გამიჩნედეს, და კიდევ ერთი რამ მაინტერესებს... დავიწყე დღეში 2 ლიტრი წყლის დალევა და დილით გვირილის ნაყენისგან გაკეთებული ყინულების წასმა სახეზე და რამდენად სწორად ვაკეთებ, ხო არ მავნებს? ძალიან გთხოვთ ამომწურავი პასუხი გამეცით, კოსმეტოლოგთან წასვლას ვერ ვახერხებ. სწორად ვიქცევი თუ არა, ან თქვენ ხომ ვერ მირჩევთ დამატებით რაიმე ხალხურს.

პასუხი
-კანის სიმშრალეს იწვევს ცხიმოვანი ჯირკვლების ცუდი მუშაობა და კანის ზედაპირიდან სითხის სწრაფად აორთქლება, ამის მიზეზი ხშირად არასწორი კვება და/ან კანის არასწორად მოვლაა. პირველ რიგში, გირჩევთ, იკვებოთ სრულფასოვნად და მიიღოთ ბევრი ვიტამინი ხილისა და ბოსტნეულის სახით, მიიღოთ სათანადო (2 ლ-მდე) რაოდენობის სითხე.
მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ უვლით კანს. გირჩევთ ძალიან ცხელი წყლით არ დაიბანით, გამოიყენეთ ნეიტრალური ph საპნებნი, კანი ნაზად შეიმშრალეთ, გამოიყენეთ მშრალი კანისთვის განკუთვნილი კრემები და დამატენიანებელი საშუალებები. შეგიძლიათ პირის დასაბანად გამოიყენოთ მცენარეული (პიტნა, ოხრახუში, ვირისტერფა, ვარდის ფურცლები) ნაყენები და ნახარშები:
- 2 სუფრის კოვზ ზემოთ აღნიშნულ რომელიმე ბალახს დაასხით 1 ლ მდუღარე, გააჩერეთ 10-20 წთ. და გაიწმინდეთ ამ ნაყენით სახე დღეში 2-3-ჯერ.
_შეგიძლიათ აურიოთ ერთმანეთში 1 კვერცხის გული, 1 ლიმონის ან 1 კიტრის წვენი, 1/2 ჭიქა ახალი არაჟანი და 1 ს.კ. არაყი. ეს ნარევი შეინახეთ მაცივარში და ყოველდღე იწმინდეთ სახე.
-2 ს.კ. ხორბლის მარცვალს დაასხით 1 ჭიქა ძმარი ან თეთრ ღვინო. გააჩერეთ 3-5 დღე. გაწურეთ და დაუმატეთ 1 კვერცხის გული. ამ სითხით ყოველ საღამოს გაიწმინდეთ სახის კანი.
-ფორთოხლის კანს დაასხით მდუღარე, გააჩერეთ გაციებამდე, შემდეგ გაწურეთ და გაიწმინდეთ სახე დილა-საღამოს.
-1 ს.კ. მარწყვის ფაფას დაუმატეთ 1 ჭ ცივი ანადუღარი წყალი, გაწურეთ რამდენიმე ფენა მარლაში, დაუმატეთ 1/2 ჩაის კოვზ გლიცერინი და გაიწმინდეთ სახე.
ნიღბები მშრალი კანისათვის:
-კომბოსტოს რამდენიმე ფოთოლი დაარბილეთ მდუღარე წყალში. წყლიდან ამოღების შემდეგ წაუსვით ზეთი (უმჯობესია ზეითუნის) და დაიფინეთ სახეზე. 20 წუთის შემდეგ მოიშორეთ კომბოსტოს ფოთლები და ჩამოიბანეთ სახე გვირილის თბილი ნახარშით.
-1 კვერცხის გული, 1 ს.კ. არაჟანი, 1 ჩ.კ. მცენარეული ზეთი აურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ 1 ს.კ. ანადუღარი წყალი და წაისვით სახეზე.
-თაფლი და რძე (თანაბარი რაოდენობით) აურიეთ და წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 10-15 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ ნელ-თბილი წყლით.
-მოხარშული კარტოფილის პიურე, დაუმატეთ არაჟანი და და თბილი სახით წაისვით სახეზე 15-20 წუთით.
-გახეხეთ კანიანად 1 ცალი ლიმონი, დაუმატეთ 100 მლ სპირტი, აურიეთ კარგად, გაწურეთ, დაუმატეთ 1 ჭიქა არაჟანი, ათქვეფილი 1 კვერცხის ცილა და 1 ჩ.კ. გლიცერინი. წაისვით სახეზე და 15-20 წუთის შემდეგ მოიშორეთ ბამბის ტამპონით.
-2-3 ს.კ. შვრიის ფანტელებს დაასხით ცხელი რძე და წაისვით სახეზე. 20 წუთის შემდეგ დაიბანეთ სახე.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად