დიდი მადლობა პირველ რიგში რომ ეს საიტი არსებობს. ვ... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

04-04-2013

-დიდი მადლობა პირველ რიგში რომ ეს საიტი არსებობს. ვარ 23 წლის გოგო, 161სმ წონა 59-60 კილოგრამი. შეიძლება მსუქნად არ ვითვლები, მაგრამ მართლა ძალიან მაწუხებს ზედმეტი კილოგრამები. ხშირად მითქვამს მირჩევნია 90 კილო ვიყო და კომფორტულად, ბედნიერად ვცხოვრობდე საკუთარი პარამეტრებით კმაყოფილი ვიდრე ასეთი კომპლექსებით თქო. ადრე ჩემი იდეალური წონა იყო 49, როცა ჩემი თავი მომწონდა და ყველაფერს ვიხდენდი. 54-55კგ-ი კი გასუქებად მიმაჩნდა, ახლა კი მართლა ძალიან უკმაყოფილო ვარ. ობიექტურად ვაფასებ და მართლა სიგამხდრე მიხდება, სხვა ადამიანი ვარ, ბევრი სახეზე თხელია კოჭიც წვრილი აქვს და წონის მიუხედავად ლამაზად გამოიყურება. ვარჯიში დავიწყე მაგრამ ჩემი პრობლემა ის არის რომ ჭამას ვერ ვზღუდავ, რადგან ნებისყოფა არაფერში არ გამაჩნია. ვერაფერზე ვამბობ უარს. გთხოვთ, მირჩიოთ როგორ დავიკლო და ასევე მითხრათ როგორ ხდება ნებისყოფის გამომუშავება. მადლობა

პასუხი

-დასაწყისში აუცილებელია ფსიქოლოგიურად შეიქმნათ განწყობა იმისა, რომ აუცილებელია წონაში დაკლების მიზნით აიტანოთ საკვების მიღებასთან დაკავშირებული გარკვეული აკრძალვები, გაითვალისწინეთ, დიეტა თავის ტვინში მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ ხდება ეფექტიანი, შემდგომ კი გირჩევთ
-სვით დღეში 8-10 ჭიქა წყალი. იგი გაწმენდს თქვენს ორგანიზმს ტოქსინებისა და წიდებისაგან. შეზღუდეთ საკვებში მარილი, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის შეკავებას.
-ნურასოდეს გამოტოვებთ საუზმეს, რადგან ასეთ დროს ორგანიზმი იღებს სიგნალს, რომ თქვენ მშიერი ხართ და ანელებს ნივთიერებათა ცვლას.
-საკვები კარგად დაღეჭეთ, საერთოდ, ჭამეთ ძალიან ნელა. ნუ მიირთმევთ საჭმელს ტელევიზორთან ან სხვა ისეთ სიტუაციებში, სადაც კვების პროცესი ავტომატური და გაუაზრებელი ხდება.
-ივახშმეთ დაძინებამდე 3-4 საათით ადრე. გვიან მიღებული საკვები ორგანიზმში ცხიმის სახით ლაგდება.
-მიირთვით ზომიერი პორციები. საკვების მცირე მოცულობას უკეთ მოინელებთ.
- გადაეჩვიეთ ჭამებს შორის შუალედში სასუსნავის მირთმევას, გირჩევთ ასეთ დროს უპირატესობა ხილსა და ბოსტნეულს მიანიჭოთ.
-ერიდეთ ზედმეტ კოფეინს, განსაკუთრებით, ღამის საათებში, რადგან იგი არღვევს ძილის რეჟიმს. ღრმა ძილი კი ჩაძინებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში აუცილებელია ჰორმონული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
-ნუ მიეჯაჭვებით სასწორს – აიწონეთ კვირაში ერთხელ.
ახლა კი დიეტების შესახებ ვისაუბროთ: მსოფლიოში უამრავი დიეტა არსებობს, მხოლოდ მათი კლასიფიკაციის ჩამოთვლაც კი ძალიან შორს წაგვიყვანდა და ამის მიუხედავად მაინც არსებობს სიმსუქნის, ჭარბი წონის პრობლემა. თითქოსდა ადვილია – აირჩიე შენთვის მოსაწონი დიეტა, რომლის ავტორიც თვეში 10-15 კგ-ის დაკლებას გპირდება და შენი პრობლემაც გადაჭრილია, მაგრამ უმთავრესი ის გახლავთ, რომ მხოლოდ სწორად შერჩეული და მკაცრად დაცული დიეტა მოგიტანთ სასურველ შედეგს. და უნდა გახსოვდეთ: წარმატების 70% თქვენზე, თქვენს ნებისყოფასა და მიზანსწრაფულობაზეა დამოკიდებული.
დიეტა არ არის ორკვირიანი სასწაული, უნდა შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება საკვებისადმი, კვების პროცესისადმი, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი დიეტით მიღებული შედეგი უკვალოდ გაქრება და თქვენი კილოგრამები სულ მალე უკანვე დაგიბრუნდებათ.
ახლა კი გთავაზობთ რაციონალური, ჯანსაღი კვების რამდენიმე წესს, რომლებიც დიეტის შერჩევისას დაგეხმარებათ:
- დიეტისათვის შერჩეული პროდუქტები უნდა იყოს მრავალფეროვანი და გემრიელი. ჩამონათვალში აუცილებლად უნდა შედიოდეს: ქათმისა და ძროხის ხორცი, თევზი, რძე, რძის პროდუქტი, მარცვლეული, ბურღულეული, ხილი და ბოსტნეული. ეს პროდუქტები საჭირო რაოდენობით შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, მინერალებს და ვიტამინებს.
- -მიღებული პროდუქტების კალორიულობა უნდა შეესაბამებოდეს ორგანიზმის ენერგეტიკულ დანაკარგებს.
- ოპტიმალურია ოთხჯერადი კვება საკვების ასეთი გადა ნაწილებით: 25%-საუზმე, 35%-სადილი, 25%-მეორე სადილი და 15%-ვახშამი.
- ერიდეთ ტკბილეულს: შაქარს, მურაბებს, ნაყინს, შოკოლადს, ცომეულს, ცხოველურ ცხიმს.
- ნუ მოგხიბლავთ ე.წ. სწრაფი დიეტები – გახდით ნელ-ნელა და გონივრულად!  


კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად