ვარ 16 წლის ბიჭი და სახეზე მაქ გამონაყარები რაც ძ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

04-04-2013

-გამარჯობათ ვარ 16 წლის ბიჭი და სახეზე მაქ გამონაყარები რაც ძალიან მაწუხებს იქნებ მირჩიოთ რაიმე საშვალება სახლის პირობებში მადლობა წინასწარ:)

პასუხი
-ამ ასაკში ხშირად არის ხოლმე გამოხატული საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერსეკრეცია სებორეის ფონზე. ცხიმიანი კანის ზედაპირზე შედარებით დიდი ფორებია, მათში ჯდება ჭარბად გამოყოფილი ცხიმი, რომელიც შერეულია ოფლთან და ჭუჭყთან, შედეგად კანზე ჩნდება შავი წერტილები, კომედონები. არსებობს ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი მრავალი მალამო, ნიღაბი, ლოსიონი, უკეთესია თუ მათი შერჩევა დერმატოლოგის მიერ მოხდება.
ცხიმიანი კანი მუდმივ მოვლას საჭიროებს. გირჩევთ შემდეგს, დაიცვათ კანის სისუფთავე , ამ მიზნით დაიბანეთ ანტიბაქტერიული საპნით – კლერასინის ქაფით, ოქსი 10 ან სეიფგარდით, გაისუფთავეთ კანი დოქტორ ტაის აკნე ლოსიონით და დერმასეპტის ხსნარით, გამონაყარზე წაისვით თეთრი კასტელანის ხსნარი, ამქერცლავი ეფექტისთვის გამოიყენეთ გამონაყარზე ზინერიტის სუსპენზია, ბოლოს წაისვით კურიოზინის გელი 10 დღე.
მკურნალობის შემდეგ, ლაქების მოსაშორებლად გამოიყენეთ მალამო უნიტონი ან ნეოტონი .
გამონაყარს არ ახლოთ ხელი - მათზე ზეწოლა გამორწყვის მიზნით დაუშვებელია, უფრო მეტად დააზიანებთ კანს, გააძლიერებთ ანთებას და ხელს შეუწყობთ ინფექციის გავრცელებას.
გადახედეთ კვებას, არ მიიღოთ ცხიმიანი საკვები, შეზღუდეთ ნახშირწყლები (ცომეული, ტკბილეული), არ ჭამოთ მაიონეზი, დაიცავით ძილისა და კვების რეჟიმი. აუცილებლად გამოიკვლიეთ ყელი ქრონიკული ინფექციური კერის გამოსარიცხად, ასევე გამოიკვლიეთ კუჭ-ნაწლავთა სისტემის ფუნქციონირება;
და ბოლოს, ერთ მეტად ეფექტურ საშუალებას გასწავლით: აურიეთ ერთმანეთში 35 მგ ქაფურის სპირტი, 35 მგ გულყვითელას ნაყენი და 4 ცალი კარგად დაფქვილი ლევომიცეტინი. დაბანვის შემდეგ (ყოველდღე) გაიწმინდეთ ამ ხსნარით პრობლემური კანი.
თუ პირს იპარსავთ დაიცავით შემდეგი მითითება: გაპარსვამდე პირზე რამდენჯერმე შეისხით ცხელი წყალი, შემდეგ წაისვით საპარსი ქაფი (კარგად შეიზილეთ კანში) და დაიწყეთ პარსვა. პარსვის დროს ხშირ-ხშირად გაავლეთ ცხელი წყალი საპარს მოწყობილობას (ასე არ მოხდება ინფექციის ერთი-ადგილიდან მეორეზე გავრცელება), პარსვის დასრულების შემდეგ შეისხით სახეზე გრილი წყალი (ფორები რომ შევიწროვდეს) და სუფთა პირსახოცით ნაზად შეიმშრალეთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად