მთხოვეთ დამეკონკრეტებინა რა სახის ჭიები ჰქონდა ბავ... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

04-04-2013

-მთხოვეთ დამეკონკრეტებინა რა სახის ჭიები ჰქონდა ბავშვს, ანალიზის შედეგად აღმოჩნდა ჭიის კვერცხები: ENTEROBIUS VERMIKULARIS. მადლობა. "პირველ რიგში მადლობას გიხდით ასეთი უანგარო დახმარებისთვის... ვარ 20 წლის, გათხოვილი, მყავს 9 თვის ბიჭი. მთელი დღის განმავლობაში თამაშობს იცინის სეირნობს ეზოში, კარგად გრძნობს თავს სულ კარგ ხასიათზეა ხოლმე ეჭვიც არ მეპარება რომ რამე აწუხებს... მყავს რეჟიმში, 8 12 ,4, 8 ,11, ამ საათებში და დღის განმავლობაში თითო თითო საათი ძინავს ხოლმე, ჭამით ყველაფერს თითქმის ჭამს... ძილის წინ ვბან ყველანაირად ვასუფთავებ ვუვლი, და ვაძინებ მარა ჯერ დაძინება უჭირს ძალიან და რო დაიძინევს 30 წუთში ისევვ იღვიძებს და ასე გრძელდება მთელი ღამის განმავლობაში, შეიძლება ხანდახან ორი საათი გადააბას... ექიმმა ინსომნის ბეიბი დაუნიშნა არ უშველა , მერე ნოოფენი არც მაგან. ჰუმანა ძილინებისას ვაჭმევხოლმე ხან რძეს.... ძუძუზე მყავს და ღამე ძუძუ უნდება ალბათ ვფიქრობ ხომ არ გავიშრო იმიტო რო ძალიან წვალობს მთელი ღამე და მედა ჩემ მეუღლესაც გვაწვალებს თან ძნელია უფრო იმიტომ რომ სტუდენტები ვართ და მძიმე რეჟიმში ვართ უნივერსიტეტშიც. მარილები აწუხებდა.. მაგაზეც გვყვავდა ქირურგთან და მოვაგვარეთ... ჭიებიც ყავდა მარა ოყნის მეტი არაფერი გაგვაკეთებინა ექიმმა. ნევროპათოლოგმაც ვერაფერი გვითხრა სანუგეშო. მთელი ღამის უძილო დილით უნივერსიტეტში მივდივართ დაძალიან ვწვალობთ. ვერ ვიგებთ რა შეიძლება აწუხებდეს. ძალიან ვუვლით ყველანაირად ჭამის სისუფთავის მხრივ და ა.შ. ძილში სულ წრიალებს.. გადაბრუნდება გადმობრუნდება იხდის. ოთახში კარგი ტემპერატურაა სულ ვანიავებთ სუფთა ჰაერი რო იყოს. ბამბის ტანსაცმელს ვაცმევთრო ისუნთქოს კანმაა... რა შეიძლება რო იყოს მისი იძილობის მიზეზი ვერ ვიგებ. ორი კვირის წინ ორმაგი დისპლაზია დაუდგინეს. უკვე ორი დღეა ელფორეზს და მასაჟებს ვუკეთებ. იქნებ რამე მირჩიოთ... წინასწარ დიდი მადლობა."

პასუხი
• ზოგადად, რომ იცოდეთ ღამით ხანმოკლე დროით გამოღვიძება ნორმის ვარიანტადაა მიჩნეული. ითვლება, რომ თითქმის ყველა ბავშვი იღვიძებს ღამის განმავლობაში 2-6-ჯერ. თუმცა ბავშვების ნაწილს შეუძლია თვითონ შეიბრუნოს ძილი, ზოგი მოითხოვს მშობლის დახმარებას.
ჩარევას ძირითადად საჭიროებენ ის პატარები, რომლებიც დამოუკიდებლად დაძინებას არ არიან მიჩვეული და მშობლები აძინებენ რწევით, ხელში ტარებით, საკვების მიცემით ან ძინავთ მშობლის საწოლში.
• არ უნდა გამოიყენოთ რბილი ლეიბი
• ძილის დროს არაფერი დაახუროთ თავსა და სახეზე; საბნის ზედა კიდეს გულმკერდის დონეზე ზევით ნუ ასწევთ..
ამ ასაკში ღამით ძუძუს ჭამა აღარ წარმოადგენს აუცილებლობას, უნდა გადააჩვიოთ, ის ახლა ძუძუს საწოვარას მაგივრად იყენებს.
ღამის ძილისას ძილში არ უნდა მიცეთ ხელოვნური ნარევები (რომელზეც თქვენ მიუთითებთ, ჰუმანა). ამ ასაკში ბავშვის მოუსვენრობას ასევე იწვევს ღრძილების ტკივილი კბილების ამოჭრისას.
საშიში არაფერია, რადგან ბავშვი კარგად ვითარდება დროთა განმავლობაში ძილის რეჟიმსაც მოიწესრიგებს, თქვენ კი უნდა ეცადოთ დღის განმავლობაში დროს როცა გამონახავთ რაღაც დროის მანძილზე მოახერხოთ დაძინება.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად