დიდი მადლობა რომ არსებობთ და ჩემს შეკითხვებს რომ პ... | ნევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია

კატეგორია - ნევროლოგია

01-04-2013

-დიდი მადლობა რომ არსებობთ და ჩემს შეკითხვებს რომ პაუხობთ,მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის შედეგად დამიდგინეს ორმხრივ შუბლისა და თხემის წილებში პერივენტრიკულარულად თეთრ ნივთიერებაში სხივოსანი გვირგვინის დონეზე ისახება ერთეული მცირე ზომის ჰიპეინტენსიური უბნები-გლიოზის კერები.გვერდითი პარკუჭები სიმეტრიულია,დილატაციისა და დეფორმაციის გარეშე,მესამე და მეოთხე პარკუჭები შუა ხაზზეა,ბაზალური ჩისტერნები დეფორმაციის გარეშე.კონვექსიტალური სუბარაქნოიდალური სივრცეები ზომიერი.შუამდებარე სტრუქტურების ლატერალური ცდომა არ აღინიშნება.მარცხნივ ჰაიმორის წიაღში ლორწოვანი შეშუპებულია.უკონტრასტო მრ.ანგიოგრამებზე შიგნითა საძილე არტერიები,ბაზილარული,ვერტებრალური არტერიები,ვილიზიის წრის სისხლძარღვები და ვენური სინუსები წარმოდგენილია დეფორმაციისა და ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე. დასკვნა:არსებული მრ.კვლევით ვლინდება გლიოზის კერები ორმხრივ შუბლისა და თხემის წილებში ძალიან გთხოვთ მითხრათ საშიში არის თუ არა ეს დიაგნოზი და რა სირთულეები შეიძლება გამოიწვიოს,ძალიან გთხოვთ თუ შესაძლებელია და სახიფათო არ არის დამინიშნოს მკურნალობა,კიდევ ერთხელ გიხდით უღრმეს მადლობას,უფალი გფარავდეთ ყველგან და ყოველთვის

პასუხი
-გლიოზი თავის ტვინში მიმდინარე პროცესია, რომლის დროსაც დაზიანებული ნერვული ქსოვილის და მისი უჯრედების - ნეირონების ჩანაცვლება ხდება სხვა სტრუქტურით. როგორც კანის დაზიანებისას კანის ქსოვილის ადგილს იკავებს სხვა ქსოვილი და ჩნდება ნაიარევი, ასევე ტვინის ქსოვილის დაზიანებისას ჩნდება მეტად ნატიფი სტრუქტურა, რომელიც ავსებს სიცარიელეს, მაგრამ ამავე დროს არ აზიანებს გვერდით მდებარე ტვინის ქსოვილებს. როცა გლიოზის დიაგნოზი დგინდება მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევით, შემდეგ ჩნდება კითხვა, თუ რამ გამოიწვია ტვინის ქსოვილის დესტრუქცია, მიზეზებს შორის შეიძლება იყოს: გაფანტული სკლეროზი, ენცეფალიტი, ეპილეფსია, ჟანგბადოვანი შიმშილი, ტრავმა, ხანგრძლივად მიმდინარე ჰიპერტონია და სხვა. კონკრეტული დასკვნა ნევროლოგმა უნდა გააკეთოს.
კომენტარები
09 თებერვალი 2018 23:29
leikoaraiozi sashi daavadebaa?gtxov mipasuxot didi madloba
06 მარტი 2016 14:11
gamarjobat ,dalian gtxovt mipasuxot kte kvlevaze damidgines diagnozi.darbilebis kerebi orive mxares ,hsublisa da txemis midamohsi,qerquli atropia leikoencepalopatia .ekvemdebareba tu ara mkurnalobas .didi madloba
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად