სულ ახლახან მოვირჩინე ჰიდრადენიტი (საოფლე ჯირკვლებ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

01-04-2013

-სულ ახლახან მოვირჩინე ჰიდრადენიტი (საოფლე ჯირკვლების ანთება). შედარებით იოლ ფორმებში გადავიტანე. სიცხეები მქონდა ერთი კვირა. „დურამოქსის“ ხუთდღიანი კურსი გავიარე ოჯახის ექიმის დანიშნულებით. დღეს აღარც სიცხე მაქვს და აღარც ჯირკვლები ისინჯება ხელით. ვინაიდან დაავადება მორეციდივეა, მაინტერესებს როგორ ხდება მისი პრევენცია. ვაბრალებ ანტიპერსპირანტის ხშირ მოხმარებას ახალდაბანილზე, როცა ფორები გახსნილი იყო და ოფლი ისევ წარმოიქმნებოდა. ვვარჯიშობ, ვსარგებლობ საუნით – ამგვარად ვებრძვი ზედმეტ წონას – მაინტერესებს, რამეს ხომ არ ვაკეთებ ისეთს, რაც რეციდივის განვითარებას შეუწყობდა ხელს, გამოვიყენო თუ არა დეოდორანტი, თუნდაც სპრეის სახით, და რას მირჩევდით. საკმაოდ ვრცელი კითხვა მოგწერეთ და თქვენი გულისხმიერების იმედი მაქვს. დიდი მადლობა წინასწარ!

პასუხი
-ოფლთან საბრძლოველად გამოიყენება დეზოდორანტი და ანტიპერსპირანტი მათ განსხვავებული მექანიზმი აქვთ.
სპრეის ტიპის დეზოდორები გაძლიერებული ოფლდენისას უფრო ეფექტურია. ისინი სიგრილის შეგრძნებას გვანიჭებს, თუმცა, სამწუხაროდ, მგრძნობიარე, ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილი კანი მათ ყოველთვის ვერ ეგუება.
ჰიდრადენიტის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა. იღლიის გაპარსვის წინ კანი აუცილებლად ჩამოიბანეთ საპნით, იქონიეთ ინდივიდუალური საპარსი, რომელსაც გამოყენების წინ გარეცხავთ, ერიდეთ მიკროტრავმას, კანის დაზიანების შემთხვევაში დაიმუშავეთ დაზიანებული ადგილი სპირტით, ბრილიანტის მწვანით. გაიპარსეთ აბაზანის მიღების შემდეგ და ძილის წინ, რომ კანმა დილამდე მოასწროს მოშუშება;
გაპარსვის შემდეგ იღლიის არე უნდა დამუშავდეს სადეზიფექციო საშუალებებით, მაგ; სალიცილის, ბორ-ქაფურის სპირტით. ზაფხულში იღლიების დასაბანად არ გამოიყენოთ ძალიან ცივი წყალი.
რა უნდა გვახსოვდეს დეზოდორის გამოყენებისას:
. ისხურეთ (წაისვით) აუცილებლად სუფთა და მშრალ კანზე. დეზოდორანტი ებრძვის სუნს და არა ოფლს. მის შემადგენლობაშია ნივთიერებები, რომლებიც სპობს მიკროორგანიზმს და მათთან ერთად ოფლის სუნს.
. რეგულარულად (განსაკუთრებით - ზაფხულობით) დაიბანეთ და გაიპარსეთ იღლიები - თმა აკავებს უსიამოვნო სუნს და ბაქტერიების გამრავლებისთვის საუკეთესო გარემოს ქმნის.
. კანის გაწითლებისა და გაღიზიანებისას დეზოდორ-ანტიპერსპირანტის გამოყენებას დროებით ერიდეთ. ნურც სპირტის შემცველ დეზოდორებს გამოიყენებთ. ამ პერიოდში უმჯობესია ჩვეულებრივ ან საბავშვო ტაკლზე გადახვიდეთ. (თუ დეზოდორი სპირტს შეიცავს, სასურველია, ის მცენარეული კომპონენტებით იყოს გამდიდრებული. ბალახეული (გვირილსი, პიტნის, სუროს) ექსტრაქტები კანს აწყნარებს და გაღიზიანებას აცხრობს).
. არ გამოიყენოთ ანტიპერსპირანტები ყოველდღიურად. მისი გამოყენება არ შეიძლება ფიზიკური დატვირთვის დროს, საუნაში და ა.შ., რადგან ანტიპერსპირანტი ოფლის გამოყოფას საგრძნობლად ამცირებს. მის შემადგენლობაშია ალუმინი, მარილები, ზოგჯერ თუთიაც, რომლებიც ავიწროებენ ან მთლიანად გადაკეტავენ საოფლე ჯირკვლების სადინარებს და ხელს უშლიან ოფლის გამოყოფას. ოფლის გამოყოფა ორგანიზმისთვის მეტად მნიშვნელოვანი ფუნქციაა და მისი მთლიანად ბლოკირება არ შეიძლება.
. თუ დეზოდორის გამოყენების შემდეგ კანზე სიწითლე გაგიჩნდათ ან აგექავათ, მასზე უარი თქვით.
. გაძლიერებული ოფლდენის დროს ერიდეთ ცხარე, სანელებლით უხვად შეზავებულ საკვებს, ყავას, ჩაის - ისინი საოფლე ჯირკვლების მუშაობას აძლიერებს.
. ნუ ჩაიცვამთ იღლიებში მჭიდროდ მოტმასნილ ტანსაცმელს. თბილ ამინდში უმჯობესია ნატურალური ქსოვილის სამოსი ატაროთ.
და ბოლოს, სახლში მოსვლის შემდეგ აუცილებლად დაიბანეთ იღლიები, ჩამოიბანეთ დეზედორი და ატიპერსპირანტი, რათა ფორების დაცობა არმოხდეს და კანს მიეცეს თავისუფალი სუნთქვის საშუალება.  
ამავე დროს უნდა იცოდეთ, რომ ჰიდრადენიტის მაპროვოცირებელი ფაქტორებია: სიმსუქნე, იმუნიტეტის დაქვეითება, პირადი ჰიგიენის დაუცველობა, ზოგჯერ ხშირი ჰიდრადენიტი შაქრიანი დიაბეტის პირველადი გამოვლინებაც კი არის, ზოგჯერ მემკვიდრეობითი მიდრეკილებაც აღნიშნება ხოლმე. ასევე,  მიკროტრავმა - გაპარსვის, დეპილაციის, შემთხვევითი კანის გაკაწვრის დროს ინფექცია კანიდან ხვდება საოფლე ჯირკვალში.
ასე, რომ მთავარია დაიცვათ ჰიგიენა და სწორად გამოიყენოთ ჰიგიენური საშუალებები.
კომენტარები
03 იანვარი 2020 23:31
მეც მაქვს კითხვა ჰიდრადენიტთან დაკავშირებით იქნებ მიპასუხოთ
27 აპრილი 2016 13:40
გამარჯობათ ვარ 18 წლის და მაწუხებს ჭარბი ოფლიანობა დღის ნებისმიერ შუალედში, ტუნდაც მაში როცა დატვირთული არ ვარ და რით შეიძლება რო ვიმკურნალო?
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად