ვარ 21 წლის სახეზე მაწუხებს თმა,ძირითადად შუბლზე... | კოსმეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კოსმეტოლოგია

კატეგორია - კოსმეტოლოგია

29-03-2013

-გამარჯობათ, ვარ 21 წლის სახეზე მაწუხებს თმა,ძირითადად შუბლზე და ბაკებზე მაგრამ თანდათან ბუსუსების სახით მემატება..ეპილაციისგან თავს ვიკავებ ჯერ მინდა გავიგო რისი ბრალია,რას მირჩევთ? რისი ბრალი შეიძლება იყოს?

პასუხი
-ჭარბთმიანობის შემთხვევაში გოგონამ უნდა მიმართოს გინეკოლოგ -ენდოკრინოლოგს ან ენდოკრინოლოგს, რადგან ასეთი თმიანობა ქალებში მამაკაცური ჰორმონების ჭარბად გამოყოფასთან და ქალური ჰორმონების დეფიციტთანაა დაკავშირებული. თუ ეს დადასტურდა, მაშინ საჭირო გახდება შესაბამისი მკურნალობის ჩატარება, რადგან სანამ არ მოწესრიგდება ჰორმონული ბალანსი ორგანიზმში, თმიანობა არ მოიკლებს. გოგონებმა ჭარბთმიანობის დროს უნდა შეიმოწმონ საკვერცხეების და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია და გაიკეთონ ანალიზი ტესტოსტერონზე.
აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ მომატებულ თმიანობას გენეტიკური ხასიათიც აქვს. არის შემთხვევები, როცა ჭარბთმიანობის მიზეზი უცნობი რჩება. თუ ანდროგენების დონე ნორმალურია, მენსტრუაციაც ყოველგვარი დარღვევის გარეშე მიმდინარეობს და თითქოს არც სხვა პათოლოგიური ცვლილებები შეინიშნება ამ მდგომარეობას იდიოპათიურ ჰირსუტიზმს უწოდებენ. ასეთ შემთხვევაში თმების მოშორების ერთადერთი საშუალება ეპილაციაა.
ჩვენი რჩევა იქნება, მიმართოთ გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგს (ამ დროს ჩვეულებრივ იკვლევენ ჰორმონების-თირეოტროპული ჰორმონი,თავისუფალი თიროქსინი. ასევე: ანდროგენების,ესტროგენების, თავისუფალი ტესტოსტერონის, დეჰიდროეპიანდროსტერონსულფატის,ინსულინის რაოდენობას; მაგრამ აქვე გირჩევთ, რომ დამოუკიდებლად, ექიმის გარეშე, კვლევებს ნუ დაიწყებთ.).
პარალელურად შეგიძლიათ მიმართოთ ესთეტიკური მედიცინის ცენტრებს, სადაც შეირჩევა ოპტიმალური მეთოდი თქვენი თმიანობის სამკურნალოდ( ლაზერული, ფოტო, ელექტრო ნემსით ან ელოს ეპილაცია).
ეპილაცია შველის ისეთ ჭარბთმიანობას, რომელიც ჰორმონულ დარღვევას არ უკავშირდება. თმის ფოლიკულები თანდათან იხურება და თმა აღარ ამოდის, თუმცა საჭირო ეპილაციის რაოდენობა ინდივიდუალურია და კონკრეტულად ვერავინ გეტყვით, რამდენი სეანსი დაგჭირდებათ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად