ვარ 15 წლის 65 კილო და 163 სანტიმეტრი.ვთვლი რო მსუ... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

29-03-2013

-გამარჯობათ,ვარ 15 წლის 65 კილო და 163 სანტიმეტრი.ვთვლი რო მსუქანი ვარ და მინდა ზედმეტი ცხიმები მოვიშორო.შეიძლება თუ არა ჩემ ასაკში დიეტის დაცვა და და თუ შესაძლებელია რომელი დიეტა დავიცვა? თან მინდა სიმაღლეში გაზრდა და როგორ მოვიქცე? მირჩიეს მივიღო ოლიგოვიტი რომელიც სიმაღლეში გაზრდაში დამეხმარება მაგრამ მეშინია ამ წამლის მიღებამ უფრო არ გამასუქოს...რას მირჩევთ თქვენ?როგორ მოვიქცე?წინასწარ დიდი მადლობა

პასუხი
-თქვენ არ გაქვთ ჭარბი წონა, ამიტომ თუ მაინც რამდენიმე კგ-ს დაკლება გსურთ, ამისათვის სპეციალური დიეტის დაცვა არ არის საჭირო. უმჯობესია, შეიცვალოს ცხოვრების წესი - მეტი იმოძრაოთ, ნაკლები მიირთვათ ცომეული, საკონდიტრო ნაწარმი, იშვიათად სვათ კოლა და სხვა გაზიანი სასმელები, დაიცვათ კვების სწორი რეჟიმი და აუცილებელი პროდუქტებით მდიდარი საკვები დღის აქტიურ, პირველ ნახევარში მიიღოთ. დამატებით რჩევებს გაეცანით ჩვენს ვებ გვერდზე, სტატიიდან "გარდატეხის ასაკის პრობლემები",
http://mkurnali.ambebi.ge/dietologia/1061-2009-03-12-12-05-16.html
რაც შეეხება სიმაღლეს, ეს მაჩვენებელიც ნორმის ფარგლებშია.
თქვენ შეგიძლიათ, ჯანსაღი ცხოვრების წესით და სწორი კვებით ხელი შეუწყოთ ორგანიზმის ნორმალურ ზრდა-განვითაებას. გირჩევთ, კვების რაციონში შეიტანეთ რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული, ვიტამინები, ცილები საჭირო რაოდენობით და კალციუმით მდიდარი პროდუქტები. დადგენილია, რომ ზრდის ჰორმონის გამოყოფას ასტიმულირებს ცილოვანი საკვები და თრგუნავს გლუკოზა. ამიტომ რაციონში შეიტანეთ ბუნებრივი ცილოვანი პროდუქტები - კაკალი, კვერცხი, ხაჭო;
ამავე დროს უნდა შეზღუდოთ გლუკოზა: შაქარი, კამფეტები, ტკბილი სასმელები - მათი შეცვლა შეიძლება თაფლით, ტკბილი ხილით. ზრდაზე განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს A და B ჯგუფის ვიტამინები. A ვიტამინის წყაროა ახალი მწვანილი, სტაფილო, პომიდორი. B ვიტამინები ბევრია კაკალში, კვერცხის გულში, ნაღების კარაქში.
უნდა იცოდეთ აგრეთვე, რომ ზრდის ჰორმონის მაქსიმალური სეკრეცია ძილში ხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვა - ძილის ნაკლებობა ზრდის ხელისშემშლელი ფაქტორია. ორგანიზმის ზრდას აფერხებს ალკოჰოლი, სიგარეტი, ნარკოტიკები და სქესობრივი ცხოვრების ნაადრევად დაწყება.გარდა ამისა, გირჩევთ, იაროთ ცურვაზე, ხშირ-ხშირად გააკეთოთ წახტომები და შეეცადოს მისწვდეთ რაც შეიძლება მაღალ ნიშნულს.
არსებობს თუ არა ზრდის ვიტამინები?
ზრდისა და მეტაბოლური პროცესების გააქტიურებას ყველა პოლივიტამინი უწყობს ხელს. "ზრდის ვიტამინები” უფრო სარეკლამო განაცხადია. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, როდის მივცეთ ვიტამინები, რომ სასურველი ეფექტი მივიღოთ. თუ მოზარდს ზრდა არ დაუსრულებია, პოლივიტამინი ეფექტური იქნება, თუ ზრდა დასრულებულია, ვიტამინების კომპლექსმა შესაძლოა წონის მატება გამოიწვიოს, ამიტომ პარალელურად საჭიროა დატვირთვა სპორტის ისეთი სახეობით, რომელიც ხელს უწყობს ზრდას: კალათბურთით, ფრენბურთით, ცურვით.
იქნებ გამოგადგეთ...
პედიატრმა, სიმაღლეში ზრდის სპეციალისტმა, შემოგვთავაზა ზრდის ელექსირის რეცეპტი: დილით, უზმოზე, 200გ სტაფილოს წვენი, დააყოლეთ 1ჩ/კ არაჟანი და 1 კაფსულა A ვიტამინი (დოზა - ასაკის გათვალისწინებით). ასე განაგრძეთ 2 კვირის განმავლობაში. მომდევნო ორი კვირა დილით, უზმოზე, მიიღეთ 200გ უმი ჭარხლის წვენი და დააყოლეთ 100გ ცივი რძე. შესაძლოა, უზმოზე ჭარხლის წვენმა გულისრევის შეგრძნება, პირღებინება ან ფაღარათი გამოიწვიოს. შეგიძლიათ, შეურიოთ 100გ მჟავე ვაშლის წვენი. კურსი უნდა ჩატარდეს წელიწადში ორჯერ - გაზაფხულსა და შემოდგომაზე. თუ წონას იოლად იმატებთ, დიეტას ფიზიკური დატვირთვაც შეუხამეთ.
არსებობს ასეთი ხალხური საშუალებაც: 25 ცალი ასკილი დაჩეჩქვეთ და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ მთელი ღამე, მეორე დილას გადაწურეთ და დაამატეთ ერთი ჭიქა გამოწურული სტაფილო, ერთი ჭიქა გაწურული ჭარხალი, 1 ჭიქა ბროწეულის წვენი, 2 სუფრის კოვზი თაფლი და 2 ცალი გაწურული ლიმონი. ამგვარად მომზადებული ხსნარის დალევას დაიწყებთ რვის ნახევარზე (დილით) და ყოველ საათში სვამთ ერთ ჭიქას. ეს კეთდება თვეში ერთხელ სამი თვის განმავლობაში. შემდეგ სამი თვე ისვენებთ, შემდეგ ისევ სამჯერ გააკეთებთ სამი თვის განმავლობაში და ასე შემდეგ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად