. ჩემს 9 წლის გოგონას აქვს მარჯვენა თირკმლის გაორე... | ნეფროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნეფროლოგია

კატეგორია - ნეფროლოგია

27-03-2013

-გამარჯობათ. ჩემს 9 წლის გოგონას აქვს მარჯვენა თირკმლის გაორება. მაინტერესებს რამდენად საშიშია ეს ანომალია და მინდა მეტი ინფორმაცია მქონდეს ამის შესახებ. მადლობთ

პასუხი
-თირკმლის გაორება არის ამ ორგანის განვითარების ანომალია. რაოდენობის ანომალია ყველაზე ხშირად ვლინდება თირკმლების გაორების სახით და 2–ჯერ უფრო ხშირად გვხვდება გოგოებში. თირკმლების გაორება შეიძლება იყოს სრული და არასრული.
სრული გაორებისთვის დამახასიათებელია თირკმლების ორი შემგროვებელი სისტემის არსებობა, სადაც თითოეულ მათგანს გააჩნია იზოლირებული სისხლმომარაგება.
არასრული გაორების შემთხვევაში ორივე ნახევრის სისხლმომარაგება ხორციელდება საერთო სისხლძარღვებით.
გაორებული თირკმლების მენჯებიდან გამომავალი შარდსაწვეთები შარდის ბუშტში ჩაედინებიან ცალ–ცალკე ან ერთად. გაორებულ თირკმლის პარენქიმას აღენიშნება ჰიპოპლაზიის, დისპლაზიის ნიშნები, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა დაავადებების, პირველ რიგში კი პიელონეფრიტის, განვითარებას.
აღნიშნული ანომალიის დიაგნოსტიკა, ჩვეულებრივ, ხდება განვითარებული გართულების შემთხვევაში. ექსკრეტორულ უროგრამებზე გაორებული თირკმლის ზედა ნაწილში შეიძლება აღინიშნებოდეს პარენქიმის და მენჯ–ფიალათა სისტემის სტრუქტურული და ფუნქციონალური განუვითარებლობის ნიშნები შარდსაწვეთის შესართავის უფრო დაბლა ჩართვით. ერთი ან ორივე დამატებითი თირკმლის სრული ანატომიური და ფუნქციონალური განუვითარებლობის შემთხვევაში ხდება მათი მოცილება.
კომენტარები
01 მარტი 2016 20:08
და მაინც რამდენად საშიშია ეს ანომალია? და რა შემთხვევაში დამჭირდება მისი ამოჭრის ოპერაცია?
01 მარტი 2016 20:04
და რამდინად საშიშია ეს ანომალია?
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად