რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-მოგესალმებით, მყავს 56 წლის დედა, რომელსაც უკვე 10 დღეა ტკივა მარჯვენა ხელის ცერა თითის ნების ძვალთან შესახსრების ადგილი. ტკივილი ინტენსიურია და მუდმივი. გარედან სიწითლე, შესიება ან დეფორმაცია არ აღნიშნება. სახსარში მოძრაობა შეზღუდულია, განსაკუთრებით სახსრის ხანგრძილივი მოდუნების შემდეგ. როგორც დედა აღწერს, მოძრაობის დაწყებისას თითი იწყებს სახსარში “ხტუნვას”. ადგილობრივად იყენებს ტრაუმელის მალამოს და პერორალურად მელოქსიკამს. შედეგი არ არის. სამსახურის გამო ვერ ახერხებს ექიმთან მისვლას. ხომ ვერ მირჩევდით როგორ მოვიქცეთ? შეიძლება თუ არა ეს იყოს სასახსრე ჩანთის ანთება? (ე.წ. ბურსიტი?) რა სამკურნალო საშუალებებს გვირჩევდით? მადლობთ
პასუხი
საიტიდან მკურნალობის დანიშვნა დაუშვებელია, დაუშვებელია თვითმკურნალობაც, მითუმეტს ჩივილის ზუსტი მიზეზი არ არის ცნობილი. საჭიროა რევმატოლოგის კონსულტაცია, ზუსტი დიაგნოსტირების მიზნით. მხოლოდ ამის შემდეგ შეირჩევა ეფექტური მედიკამენტოზური მკურნალობა .