დავიცავი ე.წ. უგულავას დიეტა და 1 თვის განმავლობა... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

26-03-2013

-გამარჯობათ, დავიცავი ე.წ. უგულავას დიეტა და 1 თვის განმავლობაში 5კგ დავიკელი. ახლა მინდა შევინარჩუნო წონა და რაც შეიძლება ნაკლებად მოვიმატო.მირჩიეთ რა გავაკეთო, რომ არ მოვიმატო და შევინარჩუნო დაკლებული. ასაკი-24,წონა 67, სიმაღლე 170

პასუხი
-ამ პერიოდში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფიზიკური აქტიურობა, რეგულარული ვარჯიში და მზარდი ფიზიკური აქტივობა. თუმცა კვებასაც უნდა მიექცეს ყურადღება, გთავაზობთ რაციონალური, ჯანსაღი კვების რამდენიმე წესს, რომლებიც დიეტის შერჩევისას დაგეხმარებათ:
- დიეტისათვის შერჩეული პროდუქტები უნდა იყოს მრავალფეროვანი და გემრიელი. ჩამონათვალში აუცილებლად უნდა შედიოდეს: ქათმისა და ძროხის ხორცი, თევზი, რძე, რძის პროდუქტი, მარცვლეული, ბურღულეული, ხილი და ბოსტნეული. ეს პროდუქტები საჭირო რაოდენობით შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, მინერალებს და ვიტამინებს.
-მიღებული პროდუქტების კალორიულობა უნდა შეესაბამებოდეს ორგანიზმის ენერგეტიკულ დანაკარგებს.
- ოპტიმალურია ოთხჯერადი კვება საკვების ასეთი გადა ნაწილებით: 25%-საუზმე, 35%-სადილი, 25%-მეორე სადილი და 15%-ვახშამი.
- ერიდეთ ტკბილეულს: შაქარს, მურაბებს, ნაყინს, შოკოლადს, ცომეულს, ცხოველურ ცხიმს.
-ივახშმეთ დაძინებამდე 3-4 საათით ადრე. გვიან მიღებული საკვები ორგანიზმში ცხიმის სახით ლაგდება.
-მიირთვით ზომიერი პორციები. საკვების მცირე მოცულობას უკეთ მოინელებთ
. - გადაეჩვიეთ ჭამებს შორის შუალედში სასუსნავის მირთმევას, გირჩევთ ასეთ დროს უპირატესობა ხილსა და ბოსტნეულს მიანიჭოთ.
-ერიდეთ ზედმეტ კოფეინს, განსაკუთრებით, ღამის საათებში, რადგან იგი არღვევს ძილის რეჟიმს. ღრმა ძილი კი ჩაძინებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში აუცილებელია ჰორმონული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
შეგიძლიათ დაითვალოთ კალორიებიც. თავდაპირველად უნდა დადგინდეს თუ რამდენი კალორია მიდის ძირითად ცვალზე:
1. RMR = 655 + (9,5 x წონა კგ-ში) + (1,8 x სიმაღლე სმ-ში) – (4,7 x ასაკი) (გვიჩვენებს, რამდენი კალორია უნდა ჩვენს ორგანიზმს დღეში სიცოცხლისუნარიანობისთვის) ამ ციფრზე ნაკლები კალორიის მიღება არ არის სასურველი,
2. AMR -ეს არის კალორიის ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ წონა,
-მჯდომარე ცხოვრების წესი: AMR = RMR * 1,2;
-მცირე ფიზიკური აქტიურობა (კვირაში 1-3 დღე სპორტი): AMR = RMR * 1,375;
-საშუალო აქტიურიბა ( კვრაში 4-5 დღე სპორტი): AMR =RMR * 1,55;
-მაღალი აქტიურობა (კვირაში 6-7 დღეს სპორტი): AMR =RMR * 1,725;
-ძალიან მაღალი აქტიურობა (ყოველდღიურად სპორტით ინტენსიური დაკავება, მძიმე ფიზიკური სამუშაო სამსახურში, დღეში 2-ჯერ ინტენსიური ფიზიკური ვარჯიში) : AMR = RMR * 1,9.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად