..ვარ 15 წლის და მაინტერესებს ჩემს ასაკში შეიძლება... | ორთოპედია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორთოპედია

კატეგორია - ორთოპედია

22-03-2013

-გამარჯობათ..ვარ 15 წლის და მაინტერესებს ჩემს ასაკში შეიძლება თუ არა ფეხების გასწორება ? როგორ და რამდენი დამიჯდება..უკვე მეორედ ვსვავ ამ კითხვას და ძალიან მაინტერესებს პასუხი .. მიპასუხეთ რაა

პასუხი
-გარკვეული სავარჯიშოებით თქვენ შეიძლება მიაღწიოთ ფეხების ფორმის გარკვეულწილად, ვიზუალურ ცვლილებას.  შემოგთავაზებთ ასეთ ვარჯიშს:
1. დადექით ფეხზე, ხელები ასწიეთ მაღლა, გაიჭიმეთ. მარჯვენა ხელი დაუშვით დაბლა, მარჯვნიდან მიიდეთ ფეხზე, ტანი გადახარეთ მარჯვნივ, თეძო კი ცოტა მარცხნივ ისე, რომ მარჯვენა ფეხი დაჭიმულ მდგომარეობაში იყოს, ეცადეთ გასწორდეს (ცოტა ძალა დააყენეთ). იგივე გაიმეორეთ მარცხენა მხარეს.
2. დაჯექით ხალიჩაზე (სწორ ზედაპირზე), ფეხები გაჭიმეთ წინ, შეტყუპებული. ხელები მოიკიდეთ მუხლებზე გვერდებიდან და ეცადეთ მუხლები ერთმანეთს შეატყუპოთ (ხელების მიჭერით). გაიმეორეთ რამდენჯერმე.
3. შემდეგ მარჯვენა ფეხი შემოიკეცეთ მარჯვნივ, ისე, რომ მუხლი ისევ ხალიჩაზე გედოთ, მარცხენა კი მარცხნივ და მუხლები დააშორეთ ერთმანეთს (გან-განზე გაშალეთ ისე, რომ მოხერხებულად იჯდეთ). ტანი გაასწორეთ, ხელის გულებით კი დაიყრდენით წვივებს იმ ადგილას, სადაც გინდათ, რომ გასწორდეს და დააწექით ტანის სიმძიმით ისე, რომ ტანი ოდნავ მაღლა აიწიოს. შეგიძლიათ სიმძიმის ცენტრი გადაიტანოთ ხან ერთ, ხან მეორე ფეხზე. გაიმეორეთ რამდენჯერმე. ეს ვარჯიშები შეგიძლიათ დღეში რამდენჯერმე გაიმეოროთ ისე, რომ არ იტკინოთ და დისკომპორტი არ შეგექმნათ, ხოლო თუ ასე მოხდა, შეამცირეთ ვარჯიში ან შეისვენეთ რამდენიმე დღით.
დგომის დროს ყოველთვის ეცადეთ ფეხები გაასწოროთ და გადაჯვარედინებულად ნუ დადგამთ.
რაც შეეხება პლასტიკურ ქირურგიას, ფასების შესახებ ჩვენს ინფორმაციას არ ვფლობთ, უნდა მიხვიდეთ კონსულტაციაზე.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად