. ზალიან მჭირდება თქვენი დახმარება. ვარ 25 წლის სა... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

19-03-2013

-გამარჯობათ. ზალიან მჭირდება თქვენი დახმარება. ვარ 25 წლის სახეზე მაქვს ჩირქოვანი გამონაყარი უმეტესათ ნიკაპთან, თავში და მკერდზე. 1 წლის წინ ვიყავი დერმატოლოგთან დამინიშნა წამლები დაახლოვებით 3 თვე აღარ გამომსვლია. ერთი მაზის სახელიც მახსოვს (სანჯღე) მაგრამ ახლა ისევ გამომდის თან ძალიან დიდი გამონაყარი წვერასც ვერ ვიპარსავ ძალიან მეტყობა, სახესაც ვიწვალებ სამსახური მაქვს და ჩირქოვანი სახით ვერ დავდივარ. იქნებ დამეხმაროთ ძალიან მოქმედებს ეს ნერვებზეც, სარკეში ჩახედვაც არ მინდა. ძალიან გთხოვთ იქნებ დამეხმაროთ მირჩიოთ პროფესიონალი დერმატოლოგი. ახლა ცოტა რო გამოთბა საშინლად გამომაყარა სახე მაქვს დამახინჯებული ძალიან მოქმედებს ეს ჩემზე. მინდა რომ მოვირჩინო ეს დაავადება. გთხოვთ იქნებ მალე მიპასუხოთ კითხვაზე ან მითხრათ თქვენი მისამართი თქვენთან მოვალ.

პასუხი
-აუცილებელად უნდა მიმართოთ დერმატოლოგს. კონკრეტული ექიმის დასახლებისგან თავს შევიკავებთ. თუ ჩვენი კონსულტანტებით ბრძანდებთ დაინტერესებული მაშინ მათი მონაცემების სანახავად გადადით ბმულზე>>>http://mkurnali.ambebi.ge/kitxva-pasuxi.html?view=authors
რამდენიმე რჩევას ჩვენც მოგცეთ:

სახეზე ფერიმჭამელების მოშორებამდე  უნდა დადგინდეს , რა არის მისი გამომწვევი მიზეზი. ჩაიტარეთ შემდეგი კვლევები: 1) სისხლის საერთო  ანალიზი, 2) ენდოკრინოლოგის  კონსულტაცია; 3) განავლის ანალიზი ჰელმინთებზე; 4)  მუცლის ღრუს ექოსკოპია; 4) სახიდან და ხახიდან ჩირქი უნდა დაითესოს ფლორაზე და მგრძნობელობაზე.

ადგილობრივად გირჩევთ, თუ ცხიმიანი კანია, მაშინ დერმასეპტის  ხსნარით გაწმენდას  ერთჯერ დღეში (ერთი კვირა), ამქერცლავი საშუალებებიდან- კლინდაცინ-T მალამო (ერთი კვირა) 2-ჯერ დღეში. ბოლოს- კურიოზინის გელი დღისით ერთჯერ, საღამოობით- სკინორენის მალამო ერთჯერ დღეში.

სახის დაბანვა- ვიტასკინით ან კლერასილის გელ-ქაფით.

დასალევად- ანტიოქსიკაფსი თუთიით  თითო კაფსულა  ერთჯერ დღეში (20 კაფსულა) და  აევიტი თითო კაფსულა დღეში 2-ჯერ (3 კვირა).


კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად