.ასეთია ჩემი ტრანსბდომინალური-ტრანსვაგინალური ეხო:... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

19-03-2013

-გამარჯობათ.ასეთია ჩემი ტრანსბდომინალური-ტრანსვაგინალური ეხო: საშვილოსნო-ანტევერზიოფლექსიო,გადახრილია მარცხნივ. ზომებით:4.3X3.1X4.6 სმ. ყელი 3.4 სმ. ფორმა: ოვალური. კონტური:სწორი,მკაფიო. სტრუქტურა:ერთგვაროვანია. ღრუ:ნაპრალისებური. ენდომეტრიუმის სისქე: 0.9სმ შეესაბამება მენსტრუალური ციკლის პროლიფერაციულ ფაზას. მარჯვენა საკვერცხე ზომებით 3.4X2.0სმ სტრუქტურაში 11 ანტრალური ფოლიკული, მაქს 1.0სმ მარცხენა საკვერცხე ზომებით 3.4X2.3სმ. სტრუქტურაში 10 ანტრალური ფოლიკულური ფოლიკული. მის ზემოთ აღინიშნება პარაოვარიული კისტა 1.5 სმ. დუგლასი თავისუფალია. გასინჯვის დროს აღინიშნება მტკივნეულობა. დასკვნა-მარცხენამხრივი მცირე პარაოვალური კისტა. მცირე მენჯში ანთებითი პროცესის ირიბი ნიშნები. სესქსის დროს ამეღნიშნრბა ტკივილი, გინეკოლოგმა თქვა რომ საშვილოსნო დაწეულია. თან გამონადენი მაქვს ძალიან დიდუ რაოდებით. ასეთი მკურნალობა დამინიშნა: ორციპოლი 2ჯერ დღეში ყოველ 12სთ-ში. ფლუზამედი მე4, 7, 12 დღეს. მაილენის სანთელი ერთხელ დღეში 2 კვირა. თქვენ რას იტყოდით ამ შედეგებზე და დანიშნულ მკურნალობაზე.

პასუხი
პასუხობს მე-11 ქალთა კონსულტაციის მეან - გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი, ქეთევან ქარქაშაძე

– ეხოს პასუხი ნორმალურია, ამზომის პარაოვარიალური კისტა კი წესით უნდა გაიწოვოს. დააკვირდით დინამიკაში. რაც შეეხება გამონადენს – აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ საშოს ნაცხის ბაქტერიოლოგიური და ბაქტერიოსკოპიული გამოკვლევა. მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი სათანადო მკურნალობის დანიშვნა. ხოლო ტკივილი სექსის დროს, ნამდვილად შეიძლება იყოს გამოწვეული მენჯის ღრუს ანთებითი პროცესით,რასაც ასევე უნდა უმკურნაოთ ნაცხის გამოკკვლევის შემდეგ.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად