ვარ დაახლოვებით 19 კვირის ორსული ეს ორი დღეა მტკი... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

15-03-2013

-გამარჯობათ, ვარ დაახლოვებით 19 კვირის ორსული ეს ორი დღეა მტკივა ყელი და სტრეპტოციდის მიღება თუ შეიძლება? საშიში ხომ არ არის?

პასუხი
-პირველ რიგში, გირჩევთ სოდიან სავლებს: აიღეთ ერთი ჭიქა თბილი წყალი, გახსენით მასში ერთი ჩაის კოვზი სოდა, შეიძლება დაუმატოთ 2-3 წვეთი იოდის ხსნარი. კარგად აურიეთ და დღეში რამდენიმეჯერ გამოივლეთ ყელში.
კარგია სალბის, გვირილის, კრაზანას ნახარშიც. ამ ბალახებს აქვთ ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური მოქმედება. მათი გამოყენება შესაძლებელია ცალ-ცალკეც და კომბინაციაშიც. ერთადერთი უკუჩვენება მათ მიმართ მომატებული მგრძნობელობა და ინდივიდუალური აუტანლობაა.
კარგი იქნება, თუ დღეში 2-ჯერ, ჭამიდან ჭამამდე, პირში ჩაიდებთ ერთ კოვზ თაფლს და წუწნით.
ადგილობრივი მოქმედების ანტისეპტიკებიდან ნებადართულია ჰექსორალი (აეროზოლი). ორსულობის დროს მისი ნეგატიური ეფექტების შესახებ მონაცემები არ არსებობს. საკმაოდ ეფექტურია ინგალიპტიც, რომელსაც ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს.
რაც შეეხება სტრეპტოციდს, მწარმოებლები მიუთითებენ, რომ მისი მიღება უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად