რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ, ვარ 28 კვირის ორსული, ორი დღეა მისივდება ხელები და ფეხები და სიარულის დროს მაწუხებს, რა შეიძლება იყოს მიზეზი და როგორ უნდა მოვიქცე?
პასუხი
-ორსულთა შეშუპება კლინიკურად გამოვლინდება კიდურების შესიებით, შემთხვევა 5%-ში შეშუპება თირკმლისმიერი გენეზისაა, ხოლო 95% ჰიპოპროტეინემიითაა გამოწვეული (სისხლში ცილის შემცველობის ნაკლებობა). ამ დროს სითხე გროვდება კანქვეშა ქსოვილში. მის მიზეზს სისხლძარღვთა განვლადობის მატება განაპირობებს. ასევე შეშუპების მიზეზად ითვლება ნაყოფის ზეწოლა მუცლის ღრუს მსხვილ სისხლძარღვებზე, რომელიც იხსნება პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებით (დღის განმავლობაში 5-6 სთ-ით მარცხენა გვერდზე წოლა). აუცილებელია დიეტის დაცვა. ანალიზებიდან კოაგულოგრამა, შარდის საერთო ანალიზი.