ვარ 27 წლის ქალი.მშობიარობის შემდეგ გემოგლობინი და... | ქალი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ქალი

კატეგორია - ქალი

14-03-2013

-ვარ 27 წლის ქალი.მშობიარობის შემდეგ გემოგლობინი დამრჩა დაბალი-100.მანამდე მქონდა 120.მივიღე სორბოფერ დურულესი რამდენიმე თვის წინ მაგრამ არ მიშველა.რა შეიძლება დავლიო?სხვა ჩივილები არ მაქვს.მადლობა

პასუხი
-რკინით მდიდარი საკვების და ხალხური საშუალებების მიღება რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკისთვის სასარგებლოა, მაგრამ როცა უკვე ანემიაა განვითარებული, მხოლოდ რაციონის რკინით გამდიდრება საკმარისი არ არის. აუცილებელია, სათანადო დოზით დაინიშნოს რკინის პრეპარატები, რათა გამოსწორდეს სისხლის სურათი და შეივსოს რკინის მარაგი. ჩვეულებრივ, ინიშნება რკინის შემცველი ტაბლეტები. ინექციების სახით რკინა მხოლოდ მაშინ ინიშნება, როცა დარღვეულია მისი შეწოვა.  მკურნალობა, გარდა რკინის დეფიციტის აღმოფხვრისა, მისი გამომწვევი დაავადებების თერაპიასაც გულისხმობს. აუცილებელია გინეკოლოგიური დაავადებების, წყლულის, მსხვილი ნაწლავის დაავადებების მკურნალობა, რაც ზოგჯერ, შესაძლოა, ქირურგიულ ჩარევასაც ითხოვდეს.
დაგისახელებთ იმ საკვებს, რომლიდანაც რკინა ადვილად შეიწოვება. ასეთია საქონლის ხორცი. გარდა ამისა, რკინით მდიდარია ზღვის პროდუქტები, ფრინველის ხორცი, კვერცხი. რკინის მნიშვნელოვანი წყაროა მცენარეული საკვებიც: ლობიო, ბარდა, ისპანახი, ქიშმიში, კაკალი, მარცვლეული, - თუმცა მცენარეულ საკვებში არსებული რკინის შეწოვა უფრო ძნელია. პროფილაქტიკის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სპეციალური რკინით გამდიდრებული პროდუქტები, მაგალითად, რკინით გამდიდრებული პური. საკვებში არსებული რკინის შეწოვას ხელს უწყობს С ვიტამინი და ციტრუსის წვენი, პომიდორი, პომიდვრის წვენი, მწვანე და წითელი წიწაკა, თეთრი ღვინო, აქვეითებს წითელი ღვინო, ყავა, ჩაი.
ანემიის დროს ხალხურ საშუალებებზე ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათა ამ მისამართეზე:
http://mkurnali.ambebi.ge/index.php/medicinis-siakhleni/2348-2011-01-03-09-27-28.html
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად