მაინტერესებს 8 თვის ბავშვს შეიძლება თევზი ნელ-ნელ... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

12-03-2013

-გამარჯობათ, მაინტერესებს 8 თვის ბავშვს შეიძლება თევზი ნელ-ნელა რომ დავუწყო? და რომელ თევზს მირჩევდით? როგორ და რასთან ერთად მოვუმზადო თევზი? გმადლობთ წინასწარ

პასუხი
-ბავშვის რაციონში თევზის შეტანას ექიმები არ ჩქარობენ. იგი რეკომენდებულია 8-9 თვის ასაკიდან. ეს იმით აიხსნება, რომ თევზი ალერგიული პროდუქტია. სავსებით ჯანმრთელი ბავშვებისთვისაც კი, რომლებიც არ არიან მიდრეკილნი ალერგიული რეაქციებისკენ, თევზის მიცემა ნებადართულია კვირაში ორჯერ, ისიც - მცირე ულუფებით, წლამდე ასაკის პატარებისთვის - 30-60 გრამისა, შედარებით მოზრდილებისთვის - 85-90 გრამისა, წვნიანის, პიურეს, ორთქლზე მომზადებული კატლეტის სახით.
ალერგიული გამოვლინებების მქონე პატარებს თევზს ვაძლევთ ძალიან ფრთხილად, მცირე ულუფებით, თავდაპირველად - დაახლოებით 1-2 ჩაის კოვზს, მერე კი, რეაქციის შესაბამისად, ულუფას თანდათან ვზრდით. თევზი წინასწარ გულდასმით დაამუშავეთ: ფხები და ძვლები გამოაცალეთ, მერე კი კარგად გარეცხეთ გამდინარე ცივი წყლით.
წლამდე ასაკის ბავშვს მიეცით თეთრი, მჭლე თევზი, უფრო ცხიმიანი ჯიშის მენიუში შეტანა ერთი წლის შემდეგ შეიძლება.
ძალიან სასარგებლოა თევზის წვნიანი. მისი მომზადება შეიძლება მარტივი რეცეპტით: ქვაბში ჩაასხით იმდენი წყალი, რომ თევზი დაახლოებით 4-5 სმ-ით დაიფაროს. შემდეგ თევზი ამოიღეთ და წყალი აადუღეთ, ადუღებულ წყალში ჩაყარეთ მარილი, დაფნის ფოთოლი, მრგვლად დაჭრილი 1 ცალი სტაფილო, ხახვი და ოხრახუში, ამის შემდეგ ჩაუშვით თევზი, ალს დაუწიეთ და ხარშეთ. ეს იმისთვის, რომ ხარშვისას თევზი არ ჩაიშალოს. თევზი მანამდე უნდა ხარშოთ, ვიდრე ჩანგლით გაჩხვლეტისას გამჭვირვალე სითხე აღარ გამოუვა. მოხარშული თევზი მაშინვე ამოიღეთ თეფშზე გასაცივებლად.
უმჯობესია ეს იყოს ცოცხალი კალმახი. ასევე, ფარგა, ვირთევზა, ხეკი. ზუთხი, ორაგული ცხიმის ჭარბი შემცველობის გამო არ შეიძლება.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად