არ ვიცი რა მჭირს მემგონი ვდიჟდებიი... ყველაფერზე ნ... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

08-03-2013

-არ ვიცი რა მჭირს მემგონი ვდიჟდებიი... ყველაფერზე ნერვები მეშლება ჩემი თავის გაკონტროლებას ვერ ვახერხებ მაგალითად ამას წინად ცხელ გულზე მამაჩემს სიკვდილითტ დავემუქრეეე ... მაგრამ ამის გაკეტება ნამდვილად არ მინდა ..ჯერ მხოლოდ 13 წლის ვარ და უკვე ნერვები არ მაქ მწყობრსჰიიიი. იმასაც ვაბრალი რომ უკვე ბევრი რამის გადატანა მომიხდა მაგრამ ასეც არ შეიძლებაა. შეგიძლიტმირჩიოტ რა ვქნა? ან უბრალოდ კარგი Fსიქოლოგი მიმასწავლოთ?

პასუხი
-თქვენ გარდატეხის ასაკში ბრძანდებით, ამ დროს მოზარდის ორგანიზმში მიმდინარეობს ჰორმონალური ასე ვთქვათ რევოლუცია, რაც მის ფსიქიკაზე აისახება. ამ პერიოდში მოზარდი ხდება ძალიან ემოციური, ხშირად გადაჭარბებულად აფასებს მოვლენებს.  ამ ასაკში მოზარდი ყველაზე მწვავედ განიცდის, როცა მისი მისწრაფებები ჰარმონიულად ვერ ერწყმის რეალობას.დაუძლეველი წინააღმდეგობა გარდატეხის ასაკის ნევროზის წინაპირობას ქმნის. აუცილებელია ფსიქოლოგთან ვიზიტი. უთხარით მშობლებს, რომ გინდათ ფსიქოლოგთან საუბარი და ერთად მიმართეთ, მაგალითად საპატრიარქოს წმინდა გაბრიელ ქიქოძის სახელობის ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრს ან საქართველოს ფსიქოლოგიური დახმარების ასოციაცია "ნდობას".
ფსიქოლოგთან ვიზიტამდე რამდენიმე რჩვეას მოგცემთ:
>გახსოვდეთ, თქვენი ემოციურობის და ,,ადვილად ფეთქებადობის" მიზეზი გარდატეხის ასაკია და ეს დროებითი მოვლებაა, თუმცა არ ნიშნავს, რომ მას არ უნდა შეებრძოლოთ;
>კარგად გააანალიზეთ ის ფაქტი, რომ მშობლებს თქვენთვის კარგი უნდა, და თუ შენიშვნას გაძლევენ, მოგიწოდებენ მეტი დრო დაუთმოთ სწავლას, გიშლიან სიგარეტის მოწევას, კომპიუტერთან მთელი ღამე ჯდომას და აშ.  ამას მხოლოდ თქვენი კეთილდრეობისთვის აკეთებენ. შეიძლება მშობელიც უშვებდეს შეცდომას, ( როგორც ნებისმიერი ადამიანი), ზოგჯერ უხეშად გაძლევდეს შენიშვნას, ერთი შეხედვით ზედმეტად ჩაერიოს შვილის პირად ცხოვრებაში, მაგრამ ამას იმიტომ აკეთებს, რომ ეშინია სწორი გზიდან არ გადაუხვიოთ. მოზარდი ფიზიკურად და ფსიქიკურად ბლომდე არ არის ფორმირებული და შეიძლება გამოუცდელობს თუ ზედმეტი რისკიანობის გამო ადვლად დუშვას ძნელად გამოსასწორებელი შეცდომა.
>შეეცადეთ იმეგობროთ მშობლებთან. როდესაც მშობლისგან საიდუმლო არ გექნებათ, როდესაც მშობელს სთხოვთ ამათუიმ საკითზე რჩევას, მის ნდობას მოიპოვებთ და მეტ თავისუფლებას მოგცემენ.
>როცა შეატყობთ რომ რაიმეზე ან ვინმეზე გავრაზდით, მაშინვე არ უპასუხოთ, გაიხსენეთ, რომ გარდატეხის ასაკის ბრალია ემოციების მოთოკვა რომ გიჭირთ,  ნელა დაითვალეთ 30-მდე, ან გულში წაიკითხეთ ლოცვა რამდენჯერმე და ამის შემდეგ მაქსიმალურად მშვიდად უპასუხეთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად