ერთი შეკითხვა მაქვს თუ შეიძლება,საქმე ისაა რომ ზამ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

08-03-2013

-ერთი შეკითხვა მაქვს თუ შეიძლება,საქმე ისაა რომ ზამთარში ფრჩხილების კიდეებთან მუდმივად მისკდება კანი,აგრეთვე ხელებიც მიშრება და კანი ალაგ-ალაგ დახეთქილი მაქვს.(კრემის წასმაც ვერ მშველის) ამასთან ერთად თმის ცვენასაც ძალიან ვუჩივი.მაინტერესებს რისი ბრალი შეიძლება იყოს? (სხვათაშორის სახის კანი და თმა ცხიმიანი მაქვს,ხელები და მაჯები მშრალი)(ვარ 28 წლის ქალი)

პასუხი
-გირჩევთ, გაიკეთოთ სისხლის საერთო ანალიზი, რათა გამოირიცხოს ანემია და უნდა განისაზღვროს სისხლში ფარისებრმასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) შემცველობა, რათა გამოირიცხოს თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული მიზეზები. თუ ამ მხრივ პრობლემა არ გექნთ, მაშინ მიმართეთ ტრიქოლოგს; ტრიქოლოგი არის ექიმი, რომელიც ახდენს თმის და თავის კანის დაავადებათა კვალიფიციურ დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პროფილაქტიკას.
თითების კანზე ნახეთქების გაჩენის მრავალი მიზეზი არსებობს. ყველაზე ხშირად ნახეთქვებს იწვევს ხელის კანზე სარეცხი საშუალებების მუდმივი ზემოქმედება. ასევე, ქრონიკული ეგზემა, სოკოვანი დაავადება, ჰიპოვიტამინოზი და ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა (გასაკუთრების შესამჩნევია ზამთარში). თითების კანის ნახეთქების გაჩენისგან დაცვის მიზნით რეცხვის დროს უნდა გამოიყენოთ რეზინის ხელთათმანები, ზამთარში უნდა ატაროთ თბილი ხელთათმანები და დაიცვათ ხელები სიცივისაგან. ხელების დასაბანად ონკანის წყლის ნაცვლად გამოპიყენეთ ნებისმიერი ჭრილობის შემახორცებელი თვისებების მქონე მცენარეის (მრავალძრღვა, ჭინჭარი, ცაცხვის ყვავილები) ნახარში. ჩვეულებრივი საპნის ნაცვლად გამოიყენეთ საპონი, რომელიც დიდ რაოდენობით ცხიმს შეიცავს (მაგალითად, დავი).
წყალთან ყოვეელი კონტაქტის შემდეგ გულდასმით გაიმშრალეთ ხელები და აუცილებლად წაისვით ცხიმიანი ხელის კრემი (მაგალითად, პანტოდერმი, ბეპანთენი, მეთილურაცილის კრემი). იგივე კრემი წაისვით ხელებზე ძილის წინ. უკეთესი ეფექტის მისაღებად კრემის წასმის შემდეგ ჩაიქცით ბამბის ხელთათმანები. ასევე აუცილებელია იმ პრობლემასთან ბრძოლა რამაც განაპირობა თითებზე ნახეთქების გაჩენა, ამას უკვე დერმატოლოგი და თერაპევტი დაადგენს.
ჩვენი კი გირჩეთ, შეიტანოთ კვების რაციონში ა, ე და ბ ვიტამინებით მდიდარი პროდუქტებით. მაგალვითად, ნაღების კარაქი, კვერცხი, ხორცი, ყველი, ხაჭო, ჭვავის პური, ჰერკულესის ფაფა. შეგიძლიათ აევიტის მიღება.
რჩევების გათვალისწინების შემდეგ პრობლემა რომც მოგიხსნათ, დერმატოლოგთან ვიზიტი და ზუსტი დიაგნოზის დადგენა აუცილებელია, რადგან შეიძლება ეფექტი დროებითი აღმოჩნდეს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად