თუ შეგიძლიათ მითხართ რა არის ებშტეინ ბარის ვირუსი ... | ინფექციური სნეულებები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ინფექციური სნეულებები
07-03-2013

-თუ შეგიძლიათ მითხართ რა არის ებშტეინ ბარის ვირუსი ან როგორ ხდება ან სიმპტომები ან ანალიზი სად კეთდება

პასუხი
-ინფექციური მონონუკლეოზი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ეპშტეინ-ბარის ვირუსი (EBV) იწვევს. მიმდინარეობს ტემპერატურის მომატებით, პერიფერიული (განსაკუთრებით კისრის) ლიმფური ჯირკვლების გადიდებით, პირ-ხახის დაზიანებით (ექსუდაციური ტონზილოფარინგიტით), ღვიძლისა და ელენთის გადიდებით, პერიფერიულ სისხლში ატიპური მონონუკლეარების გაჩენით. მონონუკლეოზისმაგვარი სინდრომი შეიძლება გამოიწვიოს სხვა ვირუსებმაც, მათ შორის - ციტომეგალოვირუსმა, ადენოვირუსმა, ჰეპატიტის ვირუსმა, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსმა, წითურას ვირუსმა.
ინფექციის წყაროდ ითვლება როგორც ნებისმიერი კლინიკური გამოვლინების მქონე ავადმყოფი, ასევე ჯანმრთელი ვირუსმატარებელიც. ინფიცირებულია მსოფლიოს მოსახლეობის 95%. ინფექცია ვრცელდება ნერწყვით, ასევე - დაბინძურებული საკვებისა და წყლის, სათამაშოების, სხვა ნივთების საშუალებით. ვირუსი მხოლოდ მჭიდრო კონტაქტის დროს გადაეცემა. ამით აიხსნება მისი დაბალი კონტაგიოზურობა და უმეტესად სპორადული შემთხვევები, თუმცა მოსალოდნელია ეპიდაფეთქებებიც კოლექტივებსა და ოჯახებში. ვირუსი გამოიყოფა ნერწყვით და ცხვირიდან ჩამონადენით როგორც პროდრომულ და მწვავე პერიოდებში, ასევე გამოჯანმრთელების დაწყებიდან 6 თვის მანძილზე და უფრო მეტხანსაც. მონონუკლეოზის გადატანის შემდეგ ორგანიზმი იძენს მყარ იმუნიტეტს, განმეორებითი დაავადება იშვიათია.
დადგენილია, რომ გამოჯანმრთელებისას ორგანიზმში წარმოიქმნება სპეციფიკური მეხსიერების მქონე თ-უჯრედები, რომლებიც მუდმივად ცირკულირებენ სისხლში და განმეორებითი რეაქტივაციის შემთხვევაში ანადგურებენ ინფიცირებულ ბეტა უჯრედებს. რეაქტივაცია ხშირად ასიმპტომურად, კლინიკურ გამოვლინებათა გარეშე მიმდინარეობს. ბოლო დროს ინფექციურ მონონუკლეოზს განიხილავენ როგორც იმუნური სისტემის დაავადებას, რომელსაც საფუძვლად უდევს ეპშტეინ-ბარის ვირუსით ბეტა ლიმფოციტების ინფიცირება.
დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ჩვენს ვებ გვერდზე, გადადით ბმულზე. http://mkurnali.ambebi.ge/component/encyclopedia/?task=term&id=5092
ანალიზის ღირებულებას განსაზღვრავს კონკრეტული კლინიკა, ფასების შესახებ ჩვენ ინფორმაციას არ ვფლობთ.
კომენტარები
05 თებერვალი 2020 23:17
Ebv virusis samkurnalo medicamenti tu arsebobs da tu ari sashishi 5wlis bavshvistvi tveshi 2jer Mainz aqvs sizxe da yelshi gamonayari winaswar madloba
12 ნოემბერი 2016 00:44
კიიი გამონაყარი იცის
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად