მაქვს ურიაპლაზმა და მიკოპლაზმა (+)10(6) რამდენად... | ინფექციური სნეულებები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ინფექციური სნეულებები
06-03-2013

-მაქვს ურიაპლაზმა და მიკოპლაზმა (+)10(6) რამდენად საშიშია და რა სიმპტომები ახასიათებს?

პასუხი
-ურეაპლაზმა მიკროორგანიზმია, რომელსაც ვირუსებიდან ერთუჯრედიანებისკენ გარდამავალ საფეხურად განიხილავენ. ამ ორგანიზმით ინფიცირება ხშირად სქესობრივი გზით ხდება. გარდა ამისა, ის შეიძლება მშობიარობის დროსაც გადაედოს დედისგან შვილს. ამ დაავადების საინკუბაციო პერიოდი 4 დღიდან ერთ თვემდეა, თუმცა გამორიცხული არ არის, უფრო მეტხანსაც გაგრძელდეს. საინკუბაციო პერიოდის დასრულების შემდეგ თავს იჩენს ურეაპლაზმოზის პირველი სიმპტომები.
უნდა ითქვას, რომ ხშირად ურეაპლაზმოზი თითქმის შეუმჩნევლად მიმდინარეობს, ზოგჯერ კი არავითარი სიმპტომი არ შეინიშნება. ასეთი მიმდინარეობა უფრო ქალებში შეიმჩნევა.
მამაკაცებში ურეაპლაზმოზის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია მცირედი გამჭვირვალე გამონადენი სასქესო ასოდან, ზომიერი ტკივილი და წვის შეგრძნება მოშარდვის დროს. ურეაპლაზმით წინამდებარე ჯირკვლის დაზიანება პროსტატიტის ნიშნებით ვლინდება. უროგენიტალიური მიკოპლაზმოზი კლინიკურად მაინცდამაინც არ განსხვავდება სხვა ეტიოლოგიის (გონორეა, ტრიქომონიაზი) სგგ ინფექციებისგან. პაციენტების ნაწილი არავითარ სუბიექტურ გამოვლინებას არ უჩივის, ნაწილს კი სიმპტომების მთელი წყება აღენიშნება. შარდსასქესო გზების დაზიანებისას მამაკაცებს დილაობით მცირე რაოდენობის გამონადენი აქვთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად