რამდენად რთული დაავადებაა ტრიხამონა, ცოტა შემაშინა... | ინფექციური სნეულებები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ინფექციური სნეულებები
05-03-2013

-რამდენად რთული დაავადებაა ტრიხამონა, ცოტა შემაშინა სიტყვა ვენერიულმა, და რამდენად განკურნებადია.მაინტერესებს ყველაფერი რაც ამას შეეხება

პასუხი
-ტრიქომონიაზი ერთერთი ყველაზე გავრცელებული ვენერიული დაავადებაა, ძირითადად გადადის სქესობრივი გზით. მისი გამომწვევი არის საშოს ტრიქომონა - ერთუჯრედიანი პარაზიტი. ქალებში ტრიქომონა ძირითადად მოქმედებს საშოს ქსოვილზე, მამაკაცებში - შარდსაწვეთ მილზე და პროსტატაზე. ტრიქომონიაზის სიმპტომებია: ქალებში გამონადენი საშოდან, საშოს ქავილი, წვა, ტკივილი მოშარდვისას, მამაკაცებში - გამონადენი შარდსაწვეთი მილიდან, ტკივილი და წვა მოშარდვისას, პროსტატის დაზიანების შემთხვევაში პროსტატიტის სიმპტომები. არც თუ ისე იშვიათია შემთხვევები და განსაკუთრებით მამაკაცებში, როცა ტრიქომონიაზი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ტრიქომონიაზმა შეიძლება გამოიწვიოს სპერმის ხარისხის დაქვეითება, ქალებში - შეხორცებები საშვილოსნოს მილში, მცირე მენჯის ღრუში, რაც შედეგად შესაძლოა გახდეს უშვილობის მიზეზი. ტრიქომონას მკურნალობისას გამოიყენება ანტიტრიქომონადული პრეპარატები და მისგან განკურნება არ წარმოადგებს დიდ სირთულეს.
კომენტარები
13 მარტი 2017 15:37
გამარჯობათ,მაინტერესებს ტრიხამონა სოკოვანი დაავადებაა ? რა გზით არის გადამდები ? შეიძლება სქესობრივი აქტის გარეშე გადაედოს ადამიანს ?
08 ივნისი 2016 14:36
გამარჯობათ, მაინტერესებს ტრიხამონას დროს ლავომაქსი თუ ინიშნება სამკურნალოდ.
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად