.3 თვეა ვიმშობიარე,ხანდახან ძალიან გაღიზიანებული დ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

28-02-2013

-გამარჯობათ.3 თვეა ვიმშობიარე,ხანდახან ძალიან გაღიზიანებული და განერვიულებული ვარ უმიზეზოდ.ბავშვს ძუძუთი ვკვებავ.იქნებ მირჩიოთ ისეთი დამამშვიდებელი,რომელიც ბავშვს არ ავნებს.ღამით კარგად მძინავს.

პასუხი
-ეს არ არის იშვიათი მდგომარეობა. თქვენს კითხვაზე პასუხისთვის გთვაზობთ ჩვენს ვებ გვერდზე განთავსებული სტატიიდან ამონარიდს: „მშობიარობის შემდგომი დეპრესია". პირველი რამდენიმე დღე პრაქტიკულად ყველა ახალნამშობიარები ქალი უჩივის ემოციურ ლაბილურობას, შფოთვას. ეს სტრესია, რომელიც თანდათანობით, ორგანიზმის ჰორმონული ფონის სტაბილიზაციასთან ერთად მცირდება. მშობიარობის შემდგომი სტრესი მკურნალობას არ საჭიროებს. მასთან გასამკლავებლად მელოგინეს სჭირდება დასვენება, ოჯახის წევრების, მეგობრების მზრუნველობა.
მშობიარობის შემდგომი დეპრესია კი სრულიად განსხვავებული მდგომარეობაა. იგი გაცილებით მეტხანს გრძელდება (წლამდე) და ხშირად სამედიცინო ჩარევასა და სპეციალიზებულ მკურნალობას მოითხოვს. ეს არის ფსიქიკური დაავადება, რომლის სიმპტომები დიდად არ განსხვავდება დეპრესიის სხვა სახეობათა სიმპტომებისგან, მაგრამ იმით გამოირჩევა, რომ უკავშირდება განსაზღვრულ მოვლენას - ბავშვის დაბადებას.
• მშობიარობის შემდგომი დეპრესია შესაძლოა განვითარდეს მშობიარობის შემდეგ ნებისმიერ დროს და გაგრძელდეს თვეობით, მთელი წელიწადიც კი. მშობიარობა ხომ ძლიერი სტრესია, ახალშობილის მოვლა კი უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ახალნამშობიარებ ქალს ემოციური ფონი რამდენადმე ეცვლება - შფოთავს, დაძაბულია, სწრაფად იღლება, გარემოსადმი ინტერესს კარგავს, უჩნდება არამოტივირებული აგრესია. თუ ეს სიმპტომები 2-3 კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, დაერთო აპათია და კონცენტრირების უნარის დაქვეითება, მაშინ აუცილებელია ექიმის ჩარევა და იმის დადგენა, ხომ არ გვაქვს საქმე მშობიარობის შემდგომ დეპრესიასთან. მშობიარობის შემდგომი დეპრესიის მიზეზების შესახებ სპეციალისტებს საერთო აზრი არ გააჩნიათ.
არსებობს რამდენიმე თეორია. მათგან აღსანიშნავია:
•ჰორმონული თეორია. ორსულობისას ქალის ორგანიზმში დიდი ოდენობით წარმოიქმნება ქალის სასქესო ჰორმონები - ესტროგენები და პროგესტერონი. მათი გამომუშავება ბავშვის დაბადებისთანავე იკლებს და თანდათანობით (ჩვეულებრივ, ერთ კვირაში) ორსულობამდელ დონეს უბრუნდება. ჰორმონული დონის ასეთი ცვლილება ძლიერ მოქმედებს ქალის ემოციურ მდგომარეობაზე. აღსანიშნავია, რომ იკლებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზიც, რაც დაღლილობასა და დეპრესიას იწვევს. გარდა ამისა, მშობიარობის შემდეგ იცვლება მეტაბოლიზმი, სისხლის წნევა, სისხლის მოცულობა, რაც ასევე ნეგატიურად აისახება ახალნამშობიარები ქალის სულიერ მდგომარეობაზე.
• გენეტიკური თეორია. ზოგიერთი ნეიროფსიქიატრის აზრით, მშობიარობის შემდგომი დეპრესია მემკვიდრეობითი დაავადებაა, რომელიც ფსიქოტროპული პრეპარატებით მკურნალობას საჭიროებს. ამ თეორიის თანახმად, დეპრესიის განვითარების დიდი ალბათობა აქვთ ქალებს, რომელთა დედებს თავის დროზე ეს პრობლემა ჰქონდათ.
• ფსიქოლოგიური თეორია. ეს თეორია აქცენტს ქალის ხასიათსა და მომხდარზე რეაგირების უნარზე აკეთებს.
მრავალ ქალს ცვალებადი ხასიათი აქვს. გარდა ამისა, ახალგაზრდა დედას ეჩვენება, რომ ვერ აუვა ბუნების მიერ დაკისრებულ მოვალეობას. ამას ერთვის ფიზიკური გადაღლა: ახალშობილის მოვლა ძნელია, მით უმეტეს, პირველმშობიარისთვის. ქალი გამუდმებით ღელავს ბავშვის ჯანმრთელობის გამო. ეს ყველაფერი ძლიერ დაღლილობასა და სისუსტეში, უმადობაში, ძილის დარღვევაში გადაიზრდება.ცხოვრების წესის შეცვლასთან დაკავშირებული მიზეზები - შიში იმისა, რომ თავს ვერ გაართმევ დედის მოვალეობას; ოჯახის წევრების მხრივ დახმარების ნაკლებობა, ქმრის ყურადღების დეფიციტი; თავისუფალი დროის უქონლობა და უძილობა; მშობიარობის შემდგომი გართულებების გამო ტკივილის შეგრძნება; ძუძუთი კვებასთან დაკავშირებული პრობლემები; ცვლილებები სქესობრივ ურთიერთობაში.
მშობიარობის შემდგომი დეპრესიის აღსაკვეთად უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადრეულ დიაგნოსტიკასა და ხასიათის ცვლილების ბუნების განსაზღვრას. არსებობს დეპრესიის აღკვეთის რამდენიმე ეფექტური საშუალება:
• გაარკვიეთ, ხომ არ ყოფილა სისხლით ნათესავებს შორის მშობიარობის შემდგომი დეპრესიის შემთხვევები;
• ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია შესაძლო რისკფაქტორების განსაზღვრის მიზნით;
• ყურადღება მიაქციეთ თვითშეფასების შეცვლას;
• უარს ნუ იტყვით ახლობლების დახმარებაზე და რაც შეიძლება კარგად დაისვენეთ;
• საოჯახო საქმეები და სამუშაო ახლანდელი მდგომარეობის შესაბამისად დაგეგმეთ;
• ბევრი დრო გაატარეთ მეუღლესა და ახლობლებთან ერთად. სულიერი და ფიზიკური თანადგომა, პრობლემის ექიმთან ან მეგობრებთან განხილვა და მედიკამენტური მკურნალობა დეპრესიას საგრძნობლად ამსუბუქებს. მიუხედავად იმისა, რომ მშობიარობის შემდგომი დეპრესია დროებითი მდგომარეობაა, ექიმის კონსულტაციას მაინც საჭიროებს. დაავადების დიაგნოსტირების მიზნით ექიმმა პაციენტი აუცილებლად უნდა გამოიკვლიოს.
მკურნალობის ტიპი დამოკიდებულია ახალგაზრდა დედის მდგომარეობაზე. მკურნალობის მეთოდი ინდივიდუალურად შეირჩევა. ინიშნება წამლები, მაგალითად, ანტიდეპრესანტები (სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები). ეს პრეპარატები ზრდის ტვინში მედიატორ სეროტონინის შემცველობას, რაც ჰორმონული ბალანსის შესანარჩუნებლად აუცილებელია.
ამ სამკურნალო საშუალებებს აქვს უმნიშვნელო გვერდითი ეფექტები და ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქადის, მაგრამ ბავშვებზე მათი ხანგრძლივი მოქმედება ჯერ შეუსწავლელია, ამიტომ ექიმები წინასწარ გამოთვლიან ანტიდეპრესანტის პოტენციურ რისკსა და მოსალოდნელ სარგებელს და ამის საფუძველზე არჩევენ მკურნალობას. მშობიარობის შემდგომი დეპრესიის მკურნალობაში წამლებთან ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფსიქოთერაპია. იშვიათად დეპრესია იმდენად ღრმაა, რომ ნამდვილი ფსიქოზის კლინიკურ სურათს იძლევა: ქალი შფოთავს, რეალობის შეგრძნებას კარგავს, აწუხებს ჰალუცინაციები... ასეთ დროს აუცილებელია ფსიქიატრის ჩარევა, რომელიც მკურნალობის ეფექტურ მეთოდს შეარჩევს.“
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ბევრი სასარგებლო პროდუქტი ნაკლებად ცნობილი და ბოლომდე შეუფასებელია, მათ შორისაა ნუშის რძე.
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად