ერთი დღის წინ კითხვა მოგწერეთ მაგრამ სრულად ვერ ა... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

27-02-2013

-გამარჯობათ, ერთი დღის წინ კითხვა მოგწერეთ მაგრამ სრულად ვერ აგიღწერეთ ჩემი მდგომარეობა, ვარ 23 წლის მამაკაცი, თითქმის 7-8 თვე სახეზე მექერცლება კანი, ოღონდ თან მიღიზიანდება, მაგრამ გარკვეულ ადგილებში, სადაც წვერი ამომდის და წარბებში, თითქოსდა ქერტლია, ვგრძნობ სახის სიმშრალეს სახის დაბანის შემდეგ, მაგის გამო წვერსაც ვეღარ ვიპარსავ, დიდ დისკომფორტს მიქმნის და ალერგიის მაგვარათ მაყრის სახეზე და იმედია დამაკვალიანებთ. ისე გემზე ვიმყოფები და ჯერჯერობით ექიმს ვერ მივმართავ, იმედია სანერვიულო არაფერი მაქვს, წინასწარ დიდი მადლობა..

პასუხი
-მსგავსი ჩივილი ხშირად დაკავშირებულია არასწორ კვებასა და/ან კანის არასწორად მოვლასთან. ორგანიზმში სითხის დეფიციტის აღსადგენად და კანისთვის სინოტივის შესანარჩუნებლად უნდა დალიოთ დღეში 2 ლიტრზე მეტი წყალი. საკვები რაციონი მდიდარი უნდა იყოს მარცვლეული კულტურით, კაკლით, ხილითა და ბოსტნეულით, A და C ვიტამინებით მდიდარი პროდუქტებით. შეზღუდეთ შაქრის, შოკოლადის, კოფეინის შემცველი პროდუქტების მიღება. უარი თქვის სიგარეტსა და ალკოჰოლზე;
-ერიდეთ ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადიბას, ზედმეტ გადახურებას ან გაციებას.
-შხაპი და აბაზანა დღეში 2-ზე მეტად არ მიიღოთ, არ დაიბანოთ ძალიან ცხელი წყლით (უმჯობესია ოთახის ტემპერატურის წყლით ბანაობა), გამოიყენეთ საპონი ნეიტრალური PH-ით. ბანაობის შემდეგ კანი ნაზად გაიმშარალეთ (უხეშად არ გაიწმინდოთ, ეს გამოიწვევს მშრალი კანის და წაისვით დამატენიანებელი კრემები. (თუმცა არ ვიცი გემზე რამდენად გაქვთ ამის საშუალება).
თუმცა არ არის გამორიცხული ჩივილის მიზეზი სებორეული დერმატიტი იყოს. ამიტომ კომკრეტულად ვერაფერს გირჩევთ, სანამ ზუსტი მიზეზი არ იქნება დადგენილი. პირველივე შესაძლებლობისთანავე უნდა მიმართოთ დერმატოლოგს. მანამდე კი მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით: აურიეთ ერთმანეთში ერთი კვერცხის გული, ორი სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი და ერთი ჩაის კოვზი თაფლი. მიღებული მასა წაისვით დაბანილ (ან კარგად გაწმენდილ) სახეზე და 15-20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ან გახეხილ მწიფე ბანანს დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, გააჩერეთ ნახევარი საათი და წაისვით სახეზე.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად