ვარ 20 წლის სახეზე მაკვს გამონაყარი გარდატეხის ას... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

22-02-2013

-გამარჯობათ ვარ 20 წლის სახეზე მაკვს გამონაყარი გარდატეხის ასაკის შემდეგ ...თუ შეგიძლიათ მირჩიოთ ვის მივმართო ან რისი ბრალი შეიძლება იყოს

პასუხი
-არ არის გამორიცხული, რომ ორგანიზმში გქონდეთ ჩირქოვანი ქრონიკული პროცესი (მაგალითად, ჩირქოვანი ტონზილიტი), რაც ახდენს გამონაყრის განვითარების პროვოცირებას, ან ჰორმონალურ დარღვევასთან გვქონდეს საქმე.
უნდა გამოირიცხოს ორგანიზმში ჩირქოვანი კერის არსებობა და ზემოთ ჩამოთვლილი სხვა მიზეზები.
ამის შემდეგ ადგილობრივად გირჩევთ შემდეგს: დაიცვათ კანის სისუფთავე, ამ მიზნით პირი დაიბანეთ დღეში ორჯერ ანტიბაქტერიული საპნით – კლერასინის ქაფით, ოქსი 10 ან სეიფგარდით, პირი გაიმშრალეთ პირსახოცით ნაზად. გაისუფთავეთ კანი დოქტორ ტაის აკნე ლოსიონით და დერმასეპტის ხსნარით, გამონაყარზე წაისვით თეთრი კასტელანის ხსნარი, ამქერცლავი ეფექტისთვის გამოიყენეთ გამონაყარზე ზინერიტის სუსპენზია, ბოლოს წაისვით კურიოზინის გელი 10 დღე.
მკურნალობის შემდეგ, ლაქების მოსაშორებლად გამოიყენეთ უნიტონი ან ნეოტონი (ზაფხულის თვეებში არა).
გადახედეთ კვებას, არ მიიღოთ ცხიმიანი საკვები, შეზღუდეთ ნახშირწყლები (ცომეული, ტკბილეული), არ ჭამოთ მაიონეზი, დაიცავით ძილისა დ კვების რეჟიმი.
აუცილებლად გამოიკვლიეთ ყელი ქრონიკული ინფექციური კერის გამოსარიცხად, ასევე გამოიკვლიეთ კუჭ-ნაწლავთა სისტემის ფუნქციონირება.
გამონაყარს არ ახლოთ ხელი - მათზე ზეწოლა გამორწყვის მიზნით დაუშვებელია, უფრო მეტად დააზიანებთ კანს, გააძლიერებთ ანთებას და ხელს შეუწყობთ ინფექციის გავრცელებას და რა თქმა უნდა ეფექტური მკურნალობის მიზნით მიმართეთ დერმატოლოგს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად