გთხოვთ მიპასუხოთ. უკვე ბოლო რამდენიმე წელია გაზაფ... | ნევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია

კატეგორია - ნევროლოგია

22-02-2013

-გამარჯობათ, გთხოვთ მიპასუხოთ. უკვე ბოლო რამდენიმე წელია გაზაფხულის დადგომისთანავე მემართება ესეთი უცნაური სიპტომები კერძოდ როგორც უკვე აღვნიშნე გაზაფხულის დადგომისთანავე როგორც კი ამინდი იცვლება. მაგ პერიოდში სიგარეტის მოწევის დროს მიწევს სიცხე 37. უფრო ხშირად 37/3 და ამ პერიოდში როდესაც მოვწევ. მეწყება გონების დაბინდვა თვალის გუგები მეძაბება. და თავში ვგრძონობ ნერვულ აღგზნებას მეწყება მოუსვენრობა. მინელდება სიარული და რაღაცნაირად გონება მეთიშბეასავით. ანუ საღად ვერ აღვიქვამ გარშემო სიტვაციას. საკმარისი გავიდეს რამდენიმე საათი და არ მოვწიო ყველაფერი ნელნელა მწყობრში დგება. მერე რო მოვწევ ისევ იგივე და ასე გრძელდება. იქნებ მიპასუხოთ რა შეიძლება იყოს მიზეზი. რა შუაშია გაზაფხულთან სიგარეტი? სხვა დროს არ მემართება . მაინცდამაინც გაზაფხულზე იწყება და მთელი ზაფხული გრძელდება. ექიმმა მითხრა ნერვოზულიაო და ნევრების აღზნების დროს შესაძლოა სიცხის აწევა??? და იქნებ მიპასუხოთ რა შეიძლება იყოს მიზეზი და კავშირი გაზაფხულის დადგომასთან. მადლობთ წინასწარ...

პასუხი
-აღნიშნული ჩივილები ნიკოტინით ინტოქსიკაციის შედეგია. მწეველები უჩივიან თავის სიმძიმესა და ტკივილს, ძილის დარღვევას, მომეტებულ გაღიზიანებადობას, შრომის უნარის დაქვეითებას. სომატური, ნევროლოგიური და ფსიქიკური აშლილობები დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ინტენსიური ხდება.
რაც შეხება იმას, რომ აღნიშნული მდგომარეობა მკვეთრად არის გამოხატული გაზაფხულზე, გასაკვირი ამაშიც არა ფერია, რადგან წელიწადის დროებს შორის გაზაფხული ყველაზე მძიმეა ადამიანის ორგანიზმისათვის. ამ პერიოდში პიკს აღწევს ჰიპოვიტამინოზი, ორგანიზმი იძულებულია, დღე-ღამის რიტმის ცვლილებას შეეგუოს (სხვაგვარად რომ ვთქვათ, ზამთრის "ძილიდან" გამოფხიზლდეს). ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობას ამძიმებს ამინდის ხშირი ცვლილება - გაზაფხულზე ხომ ტემპერატურა და ატმოსფერული წნევა დღის განმავლობაშიც კი ძლიერ მერყეობს. გარდა ამისა, ზამთარში გადატანილი ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციების შემდეგ ორგანიზმი ბოლომდე მომჯობინებას ვერ ასწრებს. ყოველივე ეს კი საოცარ სისუსტესა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომისთვის დამახასიათებელ სხვა სიმპტომებს აძლევს დასაბამს. გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის (და არა მხოლოდ) პრობლემებიც თავს იჩენეს. საუკეთესო გამოსავალია უარის თქმა თამბაქოზე.
რაც შეეხება ბოლო საკითხს, ნევროზს სუბფებრილიტეტი (37-38°გრადუსის ფარგლებში მერყევი) ახასიათებს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად