მივეჩვიე ჭამის დროს ბევრი წყლის დალევას მაგრამ დღ... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

22-02-2013

-გამარჯობათ, მივეჩვიე ჭამის დროს ბევრი წყლის დალევას მაგრამ დღიურად ბევრი წყლის დალევა არგამომდის .. რამოდენიმე დღის უკან გავიგე რომ ჭამის დროს წყლის დალევა არ შეიძლებაო მაინტერესებს რამდენად მართალია და თუ მართალია რა ზიანს მომიტანს?

პასუხი
-წყლის სმის რეჟიმი
• მისი მაცოცხლებელი ძალისა და ღირსებების შესაგრძნობად წყალი ნელ-ნელა, ყლუპ-ყლუპად უნდა სვათ.
• სპეციალისტები აუცილებლად მიიჩნევენ წყლის დალევას დილით, გაღვიძებისთანავე, საღამოს, ძილის წინ, აგრეთვე - ჭამამდე 20 წუთით ადრე. თუ სადილზე ვაშლს, კიტრს მიირთმევთ ან ხილის ნატურალურ წვენს სვამთ, წყალი აუცილებელი არ არის.
• აუცილებელია წყლის დალევა მწარე, მლაშე, ცხარე და ცხიმიანი, მშრალი საკვების მიღების შემდეგ, თანაც ამ დროს ცხელი ან თბილი წყლის დალევა სჯობს.
• წვნიანი კერძის მირთმევის შემდეგ, თუ ძლიერ არ გწყურიათ, წყლის დალევა საჭირო არ არის. რაც შეეხება ხილსა და ბოსტნეულს, მათი მირთმევიდან ნახევარი საათის განმავლობაში უმჯობესია წყალი არ დალიოთ. 1-2 საათით თავშეკავება გმართებთ სახამებლით მდიდარი საკვების მიღებისას, ცილოვანი საკვების მიღების შემდეგ კი 2-3 საათი მოგიწევთ წყურვილის მოთმენა.
• მოზრდილმა ადამიანმა მშვენივრად იცის, რამდენი წყალი უნდა დალიოს, პატარებმა კი, ვიდრე წყურვილის შეგრძნება საბოლოოდ ჩამოუყალიბდებათ, სჯობს, მეტი წყალი სვან, ვიდრე ნაკლები.
• წყლის სმა უნდა შეიზღუდოს შეშუპებით მიმდინარე ზოგიერთი დაავადებისას, ორსულობისას.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად