მაინტერესებს შაქრის ნორმა რამდენია? | ენდოკრინოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ენდოკრინოლოგია

კატეგორია - ენდოკრინოლოგია

20-02-2013

-მაინტერესებს შაქრის ნორმა რამდენია?

პასუხი
-სისხლში შაქრის შემცველობას გამოსახავენ მილიმოლებით ერთ ლიტრ სისხლზე ან მილიგრამებით დეცილიტრ სისხლზე (მგ/დლ ან მგ%).
14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გლუკოზის ნორმა 3,33-5,55 მმოლი/ლ-ია (59,94-99.9 მგ%);
მოზრდილებისთვის - 3,89-5,83 მმოლი/ლ (70,02-104,94 მგ%);
60 წელს გადაცილებულთათვის - 6,38 მმოლი/ლ (114,84 მგ%);
ორსულთათვის - 3,3-6,6 მმოლი/ლ (59,4 – 118,8 მგ%).
სისხლში შაქრის მომატება არის პათოლოგია, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, შაქრიან დიაბეტზე მიანიშნებს. იმ ადამიანებს, რომლებიც არ არიან ავად შაქრიანი დიაბეტით, უზმოზე სისხლში შაქრის დონე დაახლოებით 5 მმოლი/ლ (90 მგ%) აქვთ.
საკვების მიღებისთანავე გლუკოზა 7 მმოლი/ლ-მდე (126%) იმატებს. გლუკოზის დონე 3,5 მმოლი/ლ-ზე (63მგ%) დაბალი ჯანმრთელ ადამიანებს იშვიათად აქვთ.
შაქრიანი დიაბეტის სადიაგნოზოდ აუცილებელია, ზუსტად განისაზღვროს სისხლში შაქრის შემცველობა.
თუ უზმოზე სისხლში შაქრის დონის მომატება (უკანასკნელი კვებიდან არანაკლებ 8 საათი უნდა იყოს გასული) 7,0 მმოლი/ლ-ზე მეტად ორჯერ აღინუსხა სხვადასხვა დღეს, მაშინ შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი ეჭვს აღარ იწვევს. როდესაც უზმოზე სისხლში შაქრის მაჩვენებელი 7,0 მმოლი/ლ-ზე ნაკლებია, მაგრამ 5,6 მმოლი/ლ-ს აღემატება, ნახშირწყლოვანი ცვლის მდგომარეობის შესაფასებლად აუცილებელია გლუკოზოტოლერანტული ტესტის ჩატარება.
ტესტის ჩატარების წესი ასეთია: უზმოზე სისხლში შაქრის დონის განსაზღვრის შემდეგ (შიმშილობის პერიოდი 10 საათზე ნაკლები არ უნდა იყოს) აუცილებელია 75 გრამი გლუკოზის მიღება. სისხლში შაქრის დონეს ხელმეორედ ორი საათის შემდეგ იკვლევენ. თუ მისმა დონემ 11,1 მმოლი/ლ-ს გადააჭარბა, ეს შაქრიან დიაბეტზე მიუთითებს.
თუ სისხლში შაქრის დონე 11,1 მმოლი/ლ-ზე ნაკლები, მაგრამ 7,8 მმოლი/ლ-ზე მაღალი აღმოჩნდა, ნახშირწყლებისადმი ტოლერანტობის დარღვევაზე საუბრობენ. სისხლში შაქრის დონის შედარებით დაბალი მაჩვენებლების დაფიქსირებისას სინჯის განმეორება საჭიროა 3-6 თვის შემდეგ.
კომენტარები
30 იანვარი 2018 05:10
Gamarjobat var 38 clis uzmoze shaqris done mqonda 37 da mainteresebs cudiaa janmrtelobistvis sisxlis analizshi achvena
16 იანვარი 2018 17:29
gamarjoba chemi shvili 5wlisaa uzmoze gauzome shaqris done sisixlshi da 103 qonda da mainteresebs norma tua
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად