21 წლის ვარ და აქამდე გამონაყარს საერთოდ არ შევუწუ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

19-02-2013

-21 წლის ვარ და აქამდე გამონაყარს საერთოდ არ შევუწუხებივარ. ეხლა კი სახეზე, კერძოდ კი შუბლზე გამომდის ხოლმე პატარა მუწუკები ჩირქოვანი თავით. ძალიან ძნელია ასეთ მდგომარეობაში სახლიდან გასვლა ამიტომ ვიწვალებ ხოლმე ამ მუწუკს და ვცდილობ ჩირქისგან გავითავისუფლო. შემდეგ კი დაახლოებით 1 კვირა უნდა ამ მუწუკის ჩაცხრობას. მითხრეს რომ ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს კუჭ-ნაწლავის პრობლემებთან. მაქვს შეკრულობა. იქნებ მითხრათ შეიძლება შეკრულობამ ასეთი გამონაყარი გამოიწვიოს?

პასუხი
-თუ ფერიმჭამელები გაქვთ მხედველობაში, ამის მიზეზი ალბათ ცხიმიანი კანია შუბლის არეში, არ არის გამორიცხული, რომ ორგანიზმში გქონდეთ ჩირქოვანი ქრონიკული პროცესი (მაგალითად, ჩირქოვანი ტონზილიტი), რაც ახდენს გამონაყრის განვითარების პროვოცირებას, ან ჰორმონალურ დარღვევასთან გვქონდეს საქმე ან კუჭ-ნაწლავის არასწორ ფუნქციონირებასთან. უნდა გამოირიცხოს ორგანიზმში ჩირქოვანი კერის არსებობა და ზემოთ ჩამოთვლილი სხვა მიზეზები. ამის შემდეგ ადგილობრივად გირჩევთ შემდეგს: დაიცვათ კანის სისუფთავე, ამ მიზნით დაიბანეთ ანტიბაქტერიული საპნით – კლერასინის ქაფით, ოქსი 10 ან სეიფგარდით, გაისუფთავეთ კანი დოქტორ ტაის აკნე ლოსიონით და დერმასეპტის ხსნარით, გამონაყარზე წაისვით თეთრი კასტელანის ხსნარი, ამქერცლავი ეფექტისთვის გამოიყენეთ გამონაყარზე ზინერიტის სუსპენზია, ბოლოს წაისვით კურიოზინის გელი 10 დღე.
გადახედეთ კვებას, არ მიიღოთ ცხიმიანი საკვები, შეზღუდეთ ნახშირწყლები (ცომეული, ტკბილეული), არ ჭამოთ მაიონეზი, დაიცავით ძილისა დ კვების რეჟიმი.
ერთ საშუალებასაც გასწავლით: აურიეთ ერთმანეთში 35 მგ ქაფურის სპირტი, 35 მგ გულყვითელას ნაყენი და 4 ცალი კარგად დაფქვილი ლევომიცეტინი. დაბანვის შემდეგ (ყოველდღე) გაიწმინდეთ ამ ხსნარით პრობლემური კანი.
გახსოვდეთ, თუ მიზეზი არ მოისპო გარეგანი საშუალებებით მიღწეული ეფექტი გაქრება და გამონაყარი მაინც იჩენს თავს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად