რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ, 5 თვის წინ მქონდა მკერდის ადენომა.მკერდზე ეხლაც მესინჯება გამაგრება,თან მტკივნეულია შეხებისას, განსაკუთრებით მენსტრუაციამდე. ადენომა იყო 0.6- 0.3 მმ. დღეს გავიკეთე ეხოსკოპია სხვა ექიმთან, რომელმაც ადენომა ვეღარ იპოვა.არადა ისევ ისე მტკივა და მესინჯება როგორც ადრე.სამაგიეროდ იღლიის ფოსოში ფიქსირდება ლიმფური კვანძი 10X5 მმ.და პარენქიმის სტრუქტურაც დიფუზურად არაერთგვაროვანია.როგორ შეიძლებოდა ადენომა ასე უკვალოდ გამქრალიყო?ასე ხომ არ ხდება.ან თუ გაქრა რატომ მტკივა ისევ? და კიდევ ერთი შეკითხვა, ლიმფურ კვანძთან დაკავშირებით.ხომ არ შეიძლება ეს იყოს მეტასტაზი ან ავთვისებიანი სიმსივნის ნიშანი რომელიმე ორგანოში და რა ორგანოები გამოვიკვლიო ამის გამოსარიცხად? ძალიან მადლიერი ვარ თქვენი რომ არსებობთ,მარტო თქვენი მჯერა.
პასუხი
- უნდა მიმართოთ მამოლოგს, უნდა დადგინდეს რა გესნჯებათ სარძევე ჯირკვალში. რაც შეეხება ლიმფური კვანძის გადიდებას, იღლიის ფოსოში არსებული ლიმფური კვანძების გადიდება ხშირად სარძევე ჯირკვალში მიმდინარე ანთებითი პროცესის მანიშნებელია. ინფორმაციის სახით გეტყვით, რომ მამოლოგთან ვიზიტისთვის საუკეთესოა მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდი, რომელიც მენსტრუაციის დასრულებიდან 1 კვირის შემდეგ იწყება და მომდევნო ციკლის დაწყებამდე 5-6 დღით ადრე სრულდება. ამ დროს სარძევე ჯირკვალი ყველაზე მეტად არის მოსვენებული და პათოლოგიური პროცესი უფრო იოლი აღმოსაჩენია. ინსტრუმენტული გამოკვლევებიც მხოლოდ ამ პერიოდში ტარდება.