მაინტერესებს მშობიარობიდან რამდენ ხანში შეიძლება ს... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

09-02-2013

-მაინტერესებს მშობიარობიდან რამდენ ხანში შეიძლება სპირალის ჩადგმა, ან თუ მიაყენებს ის ჩემს ჯანმრთელობას ზიანს? და არის თუ არა რაიმე საფრთხე სექსისას,როცა სპრალის საშვილოსნოში?წინასწარ მადლობა!

პასუხი
-დაელოდეთ ლოგინობის ხანის გასვლას – რომელიც გრძელდება 40 დღე, შემდეგ ჩიტარეთ სრული ექოსკოპიურ –ლაბორატორიული გამოკვლევა, დარწმუნდით, რომ არა გაქვთ სასქესო ორგანოების ანთება და მხოლოდ ამის შემდეგ.
სპირალი საფრთხეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიქმნით, თუ მისი ჩადგმისას არ შეიმოწმებთ ჯანმრთელობას გინეკოლოგთან (სპირალის ჩადგმას აქვს ზოგიერთი უკუჩვენება, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია) და აგრეთვე თუ არ დაიცავთ სპირალის შეცვლის ვადებს.
გინეკოლოგის მიერ შერჩეულ და ჩადგმულ სპირალს გართულებები არ ახასიათებს. სპირალის ჩადგმის შემდეგ პირველი თვეების განმავლობაში აღინიშნება ჭარბი მენსტრუალური გამონადენი, აგრეთვე შეიძლება გქონდეთ გამონადენი მენსტრუაციებს შორის შუალედში, მაგრამ ეს ყველაფერი მოწესრიგდება 3-4 თვის განმავლობაში. დაორსულების მცირე ალბათობა არსებობს - უფრო ზუსტად რომ გითხრათ, ყოველი 100 ქალიდან, რომლებიც სპირალს ატარებენ, წლის განმავლობაში ორსულობის 2-3 შემთხვევა ფიქსირდება.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად