ვარ 41 წლის მამაკაცი, მაწუხებს ოფლიანობა უხერხულ ზ... | სხეულის ჰიგიენა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სხეულის ჰიგიენა

კატეგორია - სხეულის ჰიგიენა

08-02-2013

-გამარჯობათ,ვარ 41 წლის მამაკაცი, მაწუხებს ოფლიანობა უხერხულ ზონებში კერძოდ კი უკანატანში, საზარდულებში და სათესლე ჯირკვლებზე,და ასევე ქავილი, და სხვა ნიშანი არ ფიქსირდება, გთხვოთ მირჩიეთ თუ რა გზას მივმართოთ პრობლემის აღმოსაფხვრელად

პასუხი
-საზარდულის მიდამოს ჰიპერჰიდროზი იშვიათია, მაგრამ ძლიერ დისკომფორტს იწვევს. მამაკაცებს პარალელურად შესაძლოა სათესლე ჯირკვლების ოფლიანობაც დაეწყოთ. საზარდულის მიდამოში დიდი რაოდენობით არის ისეთი საოფლე ჯირკვლები, რომლებსაც შეუძლია კანის საპროფიტული მიკროორგანიზმების კოლონიზაცია და სუნის პროდუცირება. სუნი განსაკუთრებით უსიამოვნოა, როდესაც საზარდულის ოფლიანობას ანუსისაც ერთვის.
საზარდულის ოფლიანობის ყველაზე ხშირი გართულებაა ერითრაზმა- კანზე ჩნდება მოყვითალო-მოვარდისფრო ან მოყავისფრო-მოწითალო მკვეთრი მოხაზულობის ლაქა.
ხშირად უნდა დაიბანოთ ( საპნით), შემდეგ კარგად გაიმშრალოთ პირსახოცით და ჩაიცვით თავისუფალი ბამბის საცვლები. კარგ შედეგს იძლევა მუხის ქერქის ნახარშის აბაზანა და ტალკი.
თუ არ გაქვთ ხშირ-ხშირად შხაპის მიღების საშუალება, მაშინ ერთ ჭიქა წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი წყალბადის ზეჟანგი (3%). ბამბის ტამპონი დაასველეთ მასში და გაიწმინდეთ პრობლემური არე.
გარდა ამისა, თუ ჭარბი წონა გაწუხებთ შეეცადეთ დაარეგულიროთ თქვენი კვება და დაიკლოთ წონაში.
კომენტარები
12 მაისი 2014 21:02
გამარჯობათ ვარ 19 წლის და მაქვს ინტენსიური ოოფლიანობა უკანატანში ამის გამო ვერ ვიცმევ რამე ღიაფერის ჯინსს ან მსგავსს ტანსაცმელს.. და როგორ შეიძლება ვუმკურნალო ??
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად