ვარ 22 წლის ბიჭი, ყოველი დაბანისას სახეზე კანი მე... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

06-02-2013

-გამარჯობათ, ვარ 22 წლის ბიჭი, ყოველი დაბანისას სახეზე კანი მექერცლება და იქნებ რამე მირჩიოთ როგორ ვიმკურნალო?

პასუხი
-ეს იმას ნიშნავს რომ მშრალი კანი გაქვთ. მშრალი კანი საკმაოდ ხშირად გვხვდება და განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს, რადგან უარყოფითი ზემოქმედებისადმი მეტისმეტად მგრძნობიარეა და სწრაფად ბერდება. მშრალ კანს აქვს მცირე ზომის ფორები და მკრთალი ელფერი, ახასიათებს ცხიმის დაქვეითებული შემცველობა. არასაკმარისი ან არასწორი მოვლის დროს შრება, იქერცლება და ელასტიკურობას კარგავს. ასეთ კანზე ნაოჭები, განსაკუთრებით - თვალების ირგვლივ, სხვა ტიპის კანთან შედარებით ადრე წარმოიქმნება.
კანის გამოშრობის მიზეზი გარემოს მავნე ფაქტორებიცაა, ასევე არასაკმარისი წყლის მიღება და ა.შ. ასეთ დროს კანი უხეშდება და აქერცვლას იწყებს.
კანის სიმშრალეს იწვევს ცხიმოვანი ჯირკვლების ცუდი მუშაობა და კანის ზედაპირიდან სითხის სწრაფად აორთქლება, ამის მიზეზი ხშირად არასწორი კვება და/ან კანის არასწორად მოვლაა. კანის სიმშრალის რამდენიმე მიზეზი არსებობს:
>ამინდი: კანზე მზის სხივების, ქარის, სიცივის პირდაპირი ზემოქმედება;
>ჰაერის სიმშრალე, რომელსაც განაპირობებს ზამთარში სახლის გადამეტბული გათბობა, ზაფხულში _ კონდენციონერი.;
>ცხელი წყლით ხშირი ბანაობა, ტუტე საპნის გამოყენება, კოსმეტიკის ზედმეტი მოხმარება;
>კანის სიმშრალის მიზეზი შეიძლება იყოს ზოგიერთი დაავადებაც, რომელსაც ხშირად ქავილიც ახლავს: შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტიურობა, ალერგია, ფსორიაზი, დერმატიტი, ეკზემა;
>მემკვდრული წინასწარგანწყობა;
>კანის დაბერებას ახლავს კანის ელასტიკურობის დაქვეითება და სიმშრალე.
მოგცემთ რჩევებს თუ როგორ უნდა მოუაროთ მშრალ კანს:
-აუცილებელია გამოძინება. ძილის დროს კანის უჯრედები აღდგება, კანი ისვენებს,
-რეგულარული ფიზიკური ვარჯიში და კანის ზედაპირის (მათ შორის ხელის კანისაც) მსუბუქი მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, კანის უჯრედებს მიეწოდება ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები.
-ორგანიზმში სითხის დეფიციტის აღსადგენად და კანისთვის სინოტივის შესანარჩუნებლად უნდა დალიოთ დღეში 2 ლიტრზე მეტი წყალი.
-საკვები რაციონი გაამდიდრეთ მარცვლეული კულტურით, კაკლით, ხილითა და ბოსტნეულით, A და C ვიტამინებით მდიდარი პროდუქტებით.
-შეზღუდეთ შაქრის, შოკოლადის, კოფეინის შემცველი პროდუქტებისა და ცხიმის მიღება.
-უარი თქვის სიგარეტსა და ალკოჰოლზე;
-ერიდეთ ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადიბას, ზედმეტ გადახურებას ან გაციებას.
-შხაპი და აბაზანა დღეში 2-ზე მეტად არ მიიღოთ, არ დაიბანოთ ძალიან ცხელი წყლით (უმჯობესია ოთახის ტემპერატურის წყლით ბანაობა), გამოიყენეთ საპონი ნეიტრალური PH-ით. ბანაობის შემდეგ კანი ნაზად გაიმშარალეთ (უხეშად არ გაიწმინდოთ, ეს გამოიწვევს მშრალი კანის და წაისვით დამატენიანებელი კრემები. სასარგებლო რეცეპტები ზეითუნის ზეთზე დამზადებული.
ზეითუნის ზეთი შეუცვლელია კოსმეტოლოგიაში. ყველამ კარგად იცის, რომ კანის მოვლის უამრავი საშუალება სწორედ ზეითუნის ზეთის საფუძველზე მზადდება. კანისა და თმის მოსავლელი საშუალებები შინაც შეგიძლიათ მოამზადოთ. სახის დამატენიანებელი და დამამშვიდებელი ნიღაბი წვრილად გახეხეთ ახალი კიტრი და მწიფე ბანანი. მიღებულ ფაფას დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, გააჩერეთ ნახევარი საათი და წაისვით სახეზე. ეს ნიღაბი ამშვიდებს მგრძნობიარე კანს, კვებავს და ატენიანებს მას.
ნაოჭების ნაადრევი გაჩენის თავიდან ასაცილებლად კვირაში ორჯერ სახე დაიზილეთ ზეითუნის ზეთისა და ლიმონის წვენის ნარევით (თანაფარდობით 1:1).
სახის მატონიზებელი ნიღაბი ეს ნიღაბი ყველა ტიპის კანს უხდება. განსაკუთრებით ეფექტურია დაღლილი და მოდუნებული კანისთვის. აიღეთ ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, ერთი ჩაის კოვზი არაჟანი, ერთი სადილის კოვზი მშრალი საფუარი, ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და ერთი ჩაის კოვზი სტაფილოს ან ვაშლის წვენი. ეს ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში და წაისვით სახეზე. 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
სახის მკვებავი ნიღაბი განსაკუთრებით ეფექტურია მშრალი და მოდუნებული კანისთვის. აურიეთ ერთმანეთში ერთი კვერცხის გული, ორი სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი და ერთი ჩაის კოვზი თაფლი. მიღებული მასა წაისვით დაბანილ (ან კარგად გაწმენდილ) სახეზე და 15-20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. დაინახავთ, რომ პირისკანი ახალშობილის კანივით ნაზი და ფაფუკი გაგიხდებათ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად