რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ მყავს 2 თვის ბავშვი (პირველი) ვაჭმევ ძუძუს და მაინტერესებს დაუცველი სექსით ხო არ დავრჩები? მითხრეს 4თვე არაფერიაო.
პასუხი
-მეძუძური დედა ბუნებრივად არის დაცული ორსულობისაგან მხოლოდ მაშინ, თუ: * ბავშვი იმყოფება მხოლოდ ძუძუთი კვებაზე (ანუ არ იღებს სხვა დამატებით საკვებს და კვებათა შორის საჭირო ინტერვალები დაცულია (3-4 საათი დღისით და 6 საათი ღამით); * ბავშვი 6 თვეზე ნაკლები ასაკისაა; * ქალს მშობიარობის შემდეგ მენსტრუალური ციკლი არ აქვს აღდგენილი. თუ სამივე პირობა დაცულია, მეთოდი ეფექტურად მუშაობს. თუ ერთ-ერთი პირობა მაინც დაირღვა, დაორსულების შანსი იზრდება და საჭიროა კონტრაცეპციის დამატებითი მეთოდის გამოყენება, ისეთის, რომელიც ხელს არ შეუშლის რძის გამომუშავებას. ლაქტაციური ამენორეის მეთოდის ეფექტურობა 98%-ია; თუ გინდათ, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება უსაფრთხო და ეფექტური იყოს, იგი ინდივიდუალური წესით უნდა შეგირჩიოთ გინეკოლოგმა. ჩვენ მხოლოდ კონდომის (პრეზერვატივის) რჩევა შეგვიძლია.