სიმართლე გითხრათ თქვენ ყოველდღიურად იმდენი მნიშვნ... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

05-02-2013

-გამარჯობათ, სიმართლე გითხრათ თქვენ ყოველდღიურად იმდენი მნიშვნელოვანი კითხვა მოგდით, რომ მეუხერხულება ამ კითხვის დასმა, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, თქვენი დახმარება მჭირდება და მოგმართავთ მაინც. 20 წლის გოგო ვარ, 57 კილო. 160 სმ ვიქნები სიმაღლეში, დავიწყე სირბილი დილაობით და მაინტერესებს წონაში დასაკლებად კვების როგორი რეჟიმი შევუფარდო? უნდა ვირბინო 3 დღეში 2-ჯერ მაინც. სირბილის დრო 1 საათია. 1 თვეში 6-7 კილო რომ დავიკლო რა უნდა გავაკეთო სირბილის გარდა? ცომეული ამოვიღო რაციონიდან, ტკბილეული, ორივე თუ როგორ მომვიქცე. უღრმესი მადლობა.

პასუხი
პასუხობს კლინიკა "კურაციოს", კლინიკა "ჯანმრთელი ცხოვრების" ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო დოლიძე

-მოგესალმებით, სამედიცინო თვალსაზრისით თქვენი წონა ზომიერი და ნორმალურია, თუმცა თუ მაინც გნებავთ წონის კორექცია ფიზიკურ აქტივობასთან ერთად – 1სთ–იანი სირბილი სრულიად საკმარისია დღის განმავლობაში– უმჯობესია რაციონიდან ამოიღოთ ტკბილეული, ცომეული, ფქვილეული და ტკბილი გაზიანი თუ ნატურალური სასმელები, ასევე ალკოჰოლური სასმელი. პურს 100გრ–ზე მეტს დღის მანძილზე ნუ მიირთმევთ და საღამოს 6–7–ის შემდეგ მხოლოდ მაწონს ან კეფირს დაჯერდით. თუ ამ რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ, მერწმუნეთ, შედეგი აუცილებლად გექნებათ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად