.. ძალიან გთხვთ იქნებ გამცეთ პასუხი:( ვარ 20 წლის,... | ნევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია

კატეგორია - ნევროლოგია

03-02-2013

-გამარჯობათ.. ძალიან გთხვთ იქნებ გამცეთ პასუხი:( ვარ 20 წლის,ყოველთის ჯანმრთელი ვიყავი.უფრო მეტიც წამალი სულ რამდენჯერმე თუ მექნება გასინჯული,აქედანვე გეტყვით,რომ წნევა მაქვს იდეალური(ესეც ექიმმა მითხრა,როცა სისხლი გადავუსხი ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს).თავი მტკივა ძალინ ამ ბოლო დროს,წნევის ბრალი არ არის,ერც თვალები გამოიწვევდა ასე მწარე ტკივილს.ასე მგონია გამისკდება,ამ ბოლო დროს ყველაფერი მავიწყდება,ვერაფერს ვიხსენებ ვითიშები..შეიძლება ახლო ადამინის სახელიც დამავიწყეს,ყველანაირი წვრილმანი ამოდის გონებიდან.ქუჩაში რომ მივდივარ მგონია რომ რაღაც "ტყაცუნობს" თავში:( უცნაურად ჟღერს მაგრამ ეს ასეა,მეუბნებიან ალბათ ბევრს რომ კითხულობ იმის ბრალიაო მგარმ მე კითხვით სულ ვკითხულობდი და ამის ბრალი არ იქნება.ვიცი ტომოგრაფიის გადაღება საუკეთესო გამოსავალია მაგრამ არ მინდა ჩემებიც ავაღელვო და არც ფინანსები მაქვს ახლა ,სანამ სტიპენდიას არ მომცემენ.ეგ პროცესი კი ჯერ კიდევ შორსაა,3 თვე მაინც სჭირდება.იქნებ მითხრათ რისი სიმპტომები შეიძლება იყოს?:( უკვე ვეღარ ვუძლებ.წამლებსაც არ ვსვამ(მაინც არ მშვეი) წინასწარ დიდი მადლობა)

პასუხი
- შეიძლება გადაღლის ბრალი იყოს მეხსიერების დაქვეითება, მაგრამ არც სხვა მიზეზებია გამორიცხული, მაგალიად ანემია, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია. შეამოწმეთ სისხლში ჰემოგლობინის დონე.
ახალგაზრდა ასაკში მეხსიერების დაქვეითების მიზეზი ან რაიმე დაავადებაა ან ცხოვრების არაჯანსაღი წესი: ნარკოტიკი, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, სამედიცინო პრეპარატების არასათანადოდ მოხმარება (რაც თქვენს შემთხვევაში როგორც ჩანს გამორიცხულია), არასრულფასოვანი კვება, ძილის რეჟიმის უგულებელყოფა.
თუ ძილისა (ღამის მანძლზე სულ მცირე 8 სთ ძილი) და კვების რეჟიმი მოწესრიგებული გაქვთ, ამასთან იკვებებით ხილითა და ბოსტნეულით დაბალანსებული რაციონით, ფიზიკურად აქტიური ხართ (ვარჯიშობთ) და მეხსიერების პრობლემა მაინც არსებობს, მაშინ გირჩევთ ჩაიტაროთ გამოკვლევები სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის დასადგენად, იოდის დეფიციტი პირველ ყოვლისა სწორედ ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და მეხსიერებაზე აისახება ხოლმე ნეგატიურად. ქრონიკულად მიმდინარე ანემიის გამოსარიცხად გირჩევთ ჩაიტაროთ სისხლის საერთო ანალიზი და სისხლში თავისუფალი რკინის შემცველობის დასადგენი ანალიზები (რაზეც დასაწყისში მიგითითეთ). 
თუმცა კვლევებს რომ მიზანმიმართული ხასიათი მიეცეს უმჯობესია მიმართოთ ნევროპათოლოგს, რომელიც ამ პრობლემის დაძლევაში კვალიფიციურ დახმარებას გაგიწევთ.
კომენტარები
30 სექტემბერი 2019 11:52
გთხოვთ მიპასუხოთ ფეხებში მაქვს ისეთი შეგრძნება თითქოს ძალა გამომრცალა თითქოს მერთმევა ფეხევი ვარ 25წლის მაქს ნერვოზი მაგრამ 2წელია არ მიმკურნალია რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს ? ანალიზი გავიკეთე საერთო მაგრამ არაფერი მაქ ისეთი. ხანდახან ძალიან მტკივა ფეხები წელიდან მოყოლებული სულ მტკივა იქნებ მიპასუხოთ გთხოვთ
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად